05/05/23758 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

უკრაინა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის კოალიციის შექმნას გეგმავს - ზელენსკის დავალებით ომბუდსმენმა შეხვედრა გამართა

უკრაინის სახალხო დამცველის ოფისში დღეს მიხეილ სააკაშვილის საკითხზე პირადად ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტის ოპოზიციის დეპუტატები.
შეხვედრას დისტანციურად დაესწრო მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, რომელმაც უკრაინის სახალხო დამცველს კლინიკა "ვივა მედიდან" ბოლო ცნობები მიაწოდა.
ცნობილია, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის კოალიციის შექმნა იგეგმება.
"ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან აქ განვიხილავთ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თავისუფლებისა და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოს, მიხეილ სააკაშვილს. გაჟღერდა ძალიან ბერი მნიშვნელოვანი წინადადება, თუმცა ყველაზე საინტერესო კოალიციის შექმნის საკითხი, რამშტაინის ფორმატის ანალოგი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის იმუშავებს, სააკაშვილს ტყვეობაში ტოვებს მოსკოვი და მასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალებით", - თქვა ფრაქცია "ხალხის მსახურის" დეპუტატმა, ოლეგ დუნდამ.
უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერის ასოციაციის დირექტორი, იგორ დირი ამბობს, რომ შესამუშავებელია კონკრეტული მექანიზმები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის დასრულებაში დაეხმარება:
მხარდაჭერას ვუცხადებ მიხეილ სააკაშვილის და ვისურვებ აღარ გაუარესდეს მისი ჯანმრთელობა და მკურნალობამ დადებითი შედეგ გამოიღოს, თუმცა იმავდროულად ჩვენ კარგად ვიცით, რომ აუცილებლად შესამუშავებელია კონკრეტული მექანიზმები, რითაც დავეხმარებით მისი პატიმრობის დასრულებას. განვიხილეთ სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა მე ვისურვებდი, რომ მის შემთხვევაში ამოქმედდეს საერთაშორისო უფლებადაცვით ღონისძიებები, საერთაშორისო სამართლის ზომები, რადგან საერთაშორისო სამართლის ნორმები განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის ნორმებით არის უნივერსალური, ამიტომ ვისურვებდი ეს ზომების საქართველოში სრულფასოვნად მოქმედებდეს.
შეხვედრის მონაწილეებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ნაყოფიამ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მიუხედავად ომისა უკრაინის პრეზიდენტი ყოველთვის პოულობს დროს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. 
კობა ნაყოფიამ შეხვედრაზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს დარჩა ძალიან ცოტა დრო და სჭირდება დახმარება, რომ გადარჩეს. 
უკრაინული მხარეც ახლა საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მოლოდინშია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY