29/04/24220 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - გამჭვირვალობა არ არის ლეგიტიმური მიზანი, შემზღუდველი ნორმების მისაღებად - თქვენ ხელისუფლების დაკარგვის გეშინიათ - ეს არის რუსული კანონის მიზანი

რომელი სახელმწიფო უწყების ჩავარდნილი მუშაობის გამო გახდა დამატებითი და არასაჭირო რეგულაციების შემოღება? თქვენ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, ვერ ასაბუთებს არსებული საკანონმდებლო ბაზის ნაკლოვანებას,- ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.
მისი შეფასებით, ამ კანონის მთავარი მიზანი ხელისუფლებისთვის ძალაუფლების შენარჩუნებაა.
„ათიათასობით ადამიანი ყოველდღიურად გამოდის ქუჩაში იმიტომ, რომ არ სურს ამ კანონის მიღება და თქვენ პარლამენტის წევრებს იმის შესაძლებლობასაც არ გვაძლევთ, რომ კითხვები დავსვათ? მიუხედავად იმისა, რომ პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის რეალური მიზანი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების შეზღუდვა, მათი სტიგმატიზაცია, მათი საქმიანობის დელეგიტიმაციაა, სწორედ, ამიტომ არის ჩვენი გადმოსახედიდან ეს რუსული კანონი და ასე იმიტომ ხედავს საქართველოს მოქალაქე ამ კანონს. მიზანი და შედეგი რომლის მიღწევაც გსურთ, არის იდენტური იმ მიზნისა და შედეგისა, რომლის მიღწევასაც ცდილობს რუსული კანონპროექტის განმარტებითი ბარათი, არ მიუთითებს დასაბუთებულ კონკრეტულ რისკებზე, რომელიც ეხება არასამთავრობო ან მედიაორგანიზაციების რაიმე კონკრეტულ მონაწილეობას დანაშაულებში. შესაბამისად, როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაშია ნათქვამი. გამჭვირვალობა არ არის ლეგიტიმური მიზანი, შემზღუდველი ნორმების მისაღებად. თქვენ გეშინიათ ხელისუფლების დაკარგვის, ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის ეშინია და ხელისუფლების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, უნდა შეზღუდოთ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა - ეს არის რუსული და თქვენი კანონის მიზანი. რომელი სახელმწიფო უწყების ჩავარდნილი მუშაობის გამო გახდა დამატებითი და არასაჭირო რეგულაციების შემოღება? თქვენ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, ვერ ასაბუთებს არსებული საკანონმდებლო ბაზის ნაკლოვანებას, არაეფექტურობას ან ხარვეზებს, რაც ახალი ზომების შემოღებას გაამართლებდა. ხელისუფლების დაკარგვის შიშის გარდა, რა ლეგიტიმური მიზანი არსებობს, რომელსაც ათიათასობით მოქალაქე ეწინააღმდეგება?!“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA