09/05/24675 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

დაფინანსების, ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება- EU-ში ყველა ვარიანტი განიხილება ამ კანონის მიღების შემთხვევაში - იოზვიაკი

ევროკავშირის ელჩების შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც მათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს, "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი "მთავარ არხთან" საუბრობს. როგორც ჟურნალისტი ამბობს, რამდენიმე ქვეყანა დიდ შეშფოთებას გამოთქვამს იმაზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება და მათ სურთ არსებობდეს გეგმა, რომლითაც ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს რუსული კანონის მიღების შემთხვევაში: 
"ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც ყოველ ოთხშაბათს იმართება და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები განიხილავენ მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებს. ბოლო დროს რუსეთისთვის სანქციების დაწესება განიხილება ხოლმე, მაგრამ გუშინ ასევე იყო საუბარი საქართველოზე და რამდენიმე ქვეყანა გამოთქვამს საკმაოდ დიდ შეშფოთებას თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მათ სურთ, რომ არსებობდეს გეგმა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა, თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს. შედეგი კი არის ის, რომ ისინი ყველა ვარიანტს განიხილავენ. აქ არის საუბარი დაფინანსების შეჩერებაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებაზე და ასევე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. ასე რომ, ყველა ვარიანტი განიხილება და სწორედ ეს არის ის გზავნილი, რომელიც ბრიუსელიდან ახლა თბილისში მოდის.
ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საკმაოდ რთული საკითხია, ამას დრო სჭირდება და ასევე არგუმენტები. ეს არის უკიდურესი ვარიანტი და ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია, მე ასე ვიტყოდი. თუმცა, თავად ფაქტი, რომ ქვეყნები ამაზე საუბრობენ, მიანიშნებს, რომ ეს არც ისე შეუძლებელია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს." ამბობს იოზვიაკი.
ჟურნალისტი განმარტავს პროცედურას, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სჭირდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკმაოდ რთულია, ამისთვის უბრალო უმრავლესობაც საკმარისია: 
"ამ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება კვალიფიცირებული უმრავლესობა. ერთსულოვნება აუცილებელი არ არის და საკმარისია უბრალო უმრავლესობა. ეს მოხდება, თუ იქნება მკაფიო არგუმენტები. ვნახოთ, რა მოხდება, თუმცა ეს უბრალოდ საუბარია და ისინი რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. ახლა ისინი ელოდებიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველო ამ კანონთან დაკავშირებით და შემდეგ იქნება პასუხი. 
თუ ეს კანონი მიიღეს, მერე ევროკავშირი დაიწყებს მსჯელობას. როგორც ვიცი, მინიმუმ ორი სამიტია ევროკავშირში ივნისში. რა თქმა უნდა, ძირითადად საუბარი იქნება იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს კომისიის თუ საბჭოს შემდეგი თავმჯდომარე, თუმცა სხვა საკითხებიც იქნება განხილული. ასე რომ, ზაფხულში საქართველოს თაობაზე ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას ველით." ამბობს იოზვიაკი "მთავართან".

პოლიტიკა

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY