06/06/241 991 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სოზარ სუბარი - თუ დახმარება შეწყდება, იდარდონ იმ NGO-ებმა, საქართველოს მოქალაქეები კი 30 წელიწადია დე ფაქტო სანქციების ქვეშ არიან, მათ უხდებათ მექსიკაში წასვლა და 20-30 ათასი დოლარის გადახდა იმისთვის, რომ აშშ-ში შევიდნენ

პრაქტიკულად, გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ 30 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლები ვართ, დე ფაქტო სანქციების ქვეშ არიან. მათ უხდებათ მექსიკაში წასვლა და 20-30 ათასი დოლარის გადახდა იმისთვის, რომ აშშ-ში შევიდნენ, რაც ძალიან მიუღებელი დამოკიდებულებაა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
სუბარის თქმით, თუ ამერიკის მხრიდან დახმარება შეწყდება, იმ NGO-ებმა უნდა იდარდონ, რომლებიც ამ დახმარებას იღებდნენ.
“საქართველოს მოსახლეობა ძალიან დიდი ხანია, პრაქტიკულად, სანქციების ქვეშაა. დაახლოებით 2-3-ჯერ მაღალია რუსეთიდან აშშ-ში წამსვლელების ვიზის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ვიდრე საქართველოში. ასევე, სამჯერ და ოთხჯერ მაღალია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცენტი დაახლოებით 15%-ს შეადგენს, რაც ძალიან დაბალია. პრაქტიკულად, გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ 30 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლები ვართ, დე ფაქტო სანქციების ქვეშ არიან. მათ უხდებათ მექსიკაში წასვლა და 20-30 ათასი დოლარის გადახდა იმისთვის, რომ აშშ-ში შევიდნენ. ეს ძალიან მიუღებელი დამოკიდებულებაა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან”, - აღნიშნა სუბარმა.
სუბარის თქმით, როდესაც აშშ-ის მხრიდან დახმარებაზეა საუბარი, იმ NGO-ების დაფინანსებას ხმარდება, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ და აქციებს აწყობენ.
“როდესაც დახმარებაზეა საუბარი, ის დახმარება, რომელიც საქართველოში შემოდის, იმ “ენჯეოების” დაფინანსებას ხმარდება, რომლებიც ითხოვენ საქართველოს ხელისუფლების გადადგომას, ტექნიკური ხელისუფლების ჩამოყალიბებას და აწყობენ აქციებს. საბოლოოდ ეს ყველაფერი იმდენად აზიანებს საქართველოს ეკონომიკას, რომ ის 10%-ც არ იქნება იმისი, რა მოგებასაც მივიღებდით ასე რომ არ აყანყალებდნენ ეს NGO-ები ამ დახმარებით საქართველოს. თუ დახმარება შეწყდება, იდარდონ იმ NGO-ებმა, რომლებიც ამ დახმარებას იღებდნენ”, - აღნიშნა სუბარმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY