29/04/24323 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო - ანრი ოხანაშვილმა რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს გაფრთხილება მისცა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავენ.
ოპოზიციონერ დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის გადადების ინიციატივის გაჟღერება სურდათ, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „პროცედურასთან დაკავშირებით კითხვა არ არის“ და შესაბამისად, კანონპროექტის მუხლობრივ განხილვაზე გადავიდნენ.
პასუხად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ოპოზიციას პროცედურულ საკითხზე საუბარი სურდა, რაზეც ოხანაშვილმა მიმართა: „ქალბატონო თინა, ჩემი თანხმობის გარეშე საუბრის გაგრძელების შემთხვევაში გამოგიცხადებთ გაფრთხილება. მუხლობრივად ვიწყებთ განხილვას, თუ რაიმე საკითხი გაქვთ, შინაარსობრივი განხილვის დროს დააყენეთ,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.
ამის შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ თინა ბოკუჩავას იმის თქმა უნდოდა, რომ კონტრაქციის გამო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გადადებულიყო.
„თქვენ კონტრაქცია გაქვთ დაგეგმილი და ამიტომ შეთავაზება იყო, რომ ეს კომიტეტი გადადებულიყო, რომ ყოველგვარი პროვოკაცია, ან ინციდენტი იყოს თავიდან არიდებული,“ - განაცხადა ვაშაძემ, რის შემდეგაც კომიტეტის თავმჯდომარემ მას მიკროფონი გაუთიშა.
„ნებისმიერი საკითხი, რომელიც ცდება მუხლობრივად საკითხის განხილვას, ჩამორთმეული სიტყვა იქნება,“ - მიმართა ოხანაშვილმა ვაშაძეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძეს არაერთხელ მიმართა, რომ მიკროფონის გარეშე არ ესაუბრა.
„მიკროფონის გარეშე გააგრძელებთ და დარბაზს დატოვებთ“, - მიმართა ოხანაშვილმა ვაშაძეს. ამასთან, მან გაფრთხილება სხვა ოპოზიციონერ ლიდერებსაც მისცა.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს - 83 ხმით მიიღო.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY