29/04/24277 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თეონა აქუბარდია ანრი ოხანაშვილს - „ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა“ გამახსენდა - ცენზურას ნუ აწესებთ!

„ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა" გამახსენდა. არის ასეთი კარგი მულტფილმი. რა დაგემართათ, ცენზურას ნუ აწესებთ! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებს, მისი ნებართვის გარეშე საუბრის შემთხვევაში, მიკროფონის გათიშვისა და დარბაზის დატოვების შესახებ აფრთხილებს.
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება, ოპოზიციასა და ქართული ოცნების“წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სხდომის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, რომ ისაუბრონ მხოლოდ კანონპროექტზე და შესაბამის მუხლებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ მიკროფონით სარგებლობის საშუალება ჩამოერთმევათ.
„სხდომის ჩაშლის მცდელობა ვისაც ექნება, გამოვიყენებ რეგლამენტით ყველა პროცედურას. თუ გსურთ, მეორე მოსმენით დადგენილი წესით ვიმსჯელოთ, აქ ამისთვის ვართ შეკრებილი. ამიტომ, გთხოვთ, მიკროფონის გარეშე საუბარს თავი დავანებოთ. ყველას მოგეცემათ საშუალება, რომ შეკითხვები დასვათ“, - მიმართა ოხანაშვილმა დეპუტატებს.
„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, რომ ქალბატონო და ბატონოთი მოგვმართეთ და არა, "ძვირფასო კოლეგებოთი“, - მიმართა ოხანაშვილს ანი წითლიძემ.
თავად ოხანაშვილმა კი, წითლიძეს მოუწოდა, რომ თუ მუხლთან დაკავშირებით არ დასვამდა შეკითხვას, მიკროფონით სარგებლობის საშუალებას ჩამოერთმეოდა. საბოლოო ჯამში კი, ანი წითლიძეს სხდომაზე მიკროფონით გამოსვლის საშუალება ჩამოერთვა. ამის შემდგომ სიტყვით გაოსვლის საშუალება მიეცა კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, რომელსაც ასევე მხოლოდ შესაბამის მუხლთან დაკავშირებით საუბრისკენ მოუწოდა ოხანაშვილმა.
„ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა" გამახსენდა. ასეთი კარგი მულტფილმი არის... ნუ ნერვიულობთ, კარგი, რა დაგემართათ. ცენზურას ნუ აწესებთ“, - მიმართა აქუბარდიამ ოხანაშვილს, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძესთან კითხვით გადავიდა:
„სანამ თავს წამაცლიდნენ, იქნებ, კითხვის დასმა მოვასწრო. პირველი მუხლის ორივე პუნქტთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. პირველ რიგში, რას ნიშნავს, უცხოური ძალის ინტერესის გატარება, როდესაც მოცემულობაში ვიცით, რომ მაგალითად რუსეთი, რომელიც არის ოკუპანტი ქვეყანა, ის პირდაპირ ფინანსურ გადმორიცხვებს ვერ აკეთებს საქართველოში და შესაბამისად, ეს კანონი არ ეხება რუსეთს და ეხება ამ შემთხვევაში, დასავლურ ფონდებს. ამ მოცემულობაში ვის წინააღმდეგ არის ეს კანონი? კიდევ ერთხელ ნათლად, თუ განმარტავთ“, - განაცხადა აქუბარდიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA