29/04/24443 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თამარ კორძაია - ესენი არიან ბიძინას მგზავრები, რომლებსაც საქართველო რუსეთში მიჰყავთ - ოხანაშვილი აშკარად პირველი მგზავრია, ეტყობა, ეჩქარება რუსეთში მალე ჩავიდეს

ესენი არიან ბიძინას მგზავრები, რომლებსაც მიჰყავთ საქართველო რუსეთში - ანრი არის არის პირველი მგზავრი აშკარად, ეტყობა რომ ეჩქარება მალე ჩავიდეს რუსეთში, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტიდან გამოძევებულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გაუგებარი იყო, რისთვის ჩანიშნა მმართველმა პარტიამ კომიტეტის სხდომა, როდესაც საკითხის განხილვისას ისეთი რეგლამენტი დააწესა, როგორიც ეს სესიაზეა დადგენილი, რაც საკითხის შინაარსობრივად განხილვის შესაძლებლობას, კორძაიას შეფასებით, არ იძლეოდა.
„თუ უყურებდით ვინმე „ლაივს“, ძალიან კარგად ჩანდა, რომ ვახდენდი ციტირებას, ვუთითებდი იმაზე, რომ ისინი არღვევენ კანონს, საერთაშორისო დასკვნების ციტირებას ვახდენდი, მეტი არაფერი, მაგრამ არ მოსწონთ. დავალება აქვთ, რომ თითო-თითოდ გამოგვყარონ იმიტომ, რომ 8 საათზე მათი მოყვანილი ცხვრები უნდა გაართონ. მეტი სხვა არაფერი არ ჰქვია, იმიტომ, რომ ისინი არიან ბიძინას მგზავრები და ეს ტრანსპორტი - თვითმფრინავია თუ მატარებელი, მიდის რუსეთში და ვისაც ეს უნდა, ეს გამოჩნდება. დღეს ვინც მოვა, ყველა არის ისეთი ადამიანი, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა იყოს რუსეთში.
ასრულებენ პირდაპირ რუსეთის დავალებას, იმიტომ, რომ თქვენ ხედავთ, რომ ოდნავ მაინც თუ დასვამ კვალიფიციურად შეკითხვას და ეცდები, რომ უპასუხო, თავს გესხმის ყველა და იმ წუთშივე გაძევებს ანრი ოხანაშვილი დარბაზიდან. ანრი არის არის პირველი მგზავრი, აშკარად ეტყობა, რომ ეჩქარება მალე ჩავიდეს რუსეთში.
კომიტეტი რისთვის ჩაატარეს, გაურკვეველია. კომიტეტზე 2-წუთიანი რეგლამენტი დაგვიდგინეს. მაშინ სესიაზე განვიხილოთ, იქ არის 2 წუთი. კომიტეტი იმისთვის არის, რომ მეტი დროა და მეტად შინაარსობრივი განხილვაა, მაგრამ მამუკა მდინარაძეს დისკომფორტს არ უქმნის ანრი [ოხანაშვილი]“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA