ქართული კოშმარი მუშაობს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ - ლექსმანი ღარიბაშვილის CPAC-ში მონაწილეობაზე
"ასეთი შეფასება მისასალმებელია, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული. ქართული კოშმარი მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ".ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, მირიამ ლექსმანი PES-ის განცხადებას, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში მონაწილეობა დაგმო.