20/04/23452 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

სტრასბურგის სასამართლომ საქმე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დასაშვებად ცნო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში სახელმწიფოთაშორის საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) (განცხადება No39611/18)" საჩივარი ერთხმად დასაშვებად ცნო.
გადაწყვეტილება საბოლოოა და შემდგომ ეტაპზე ამას არსებითი განჩინება მოჰყვება.
საქმე ეხება ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას სასაზღვრო ხაზებთან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის.
საჩივარი საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 22 აგვისტოს შეიტანა. ეს არის მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საქმე საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ.
2018 წლის 22 აგვისტოს იუსტიციის სამინისტომ გაავცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ:
"საქართველოს მოთხოვნაა, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს რუსეთის პასუხისმგებლობა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით რუსეთის მიერ ირღვევა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი ქმედითი საშუალების უფლება) მუხლები, პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება).
ამასთან, ამ დარღვევებს აქვს დისკრიმინაციული მოტივი და მიზნად ისახავს ეთნიკური ქართველების კიდევ უფრო მეტად შევიწროებასა და დაშინებას, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს მოსახლეობის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნებას. შესაბამისად, ირღვევა კონვენციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლები კონვენციის მე-5 მუხლთან (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), პირველი ოქმის პირველ (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლებსა და მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან (მიმოსვლის თავისუფლება) ერთობლიობაში.
საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები და საჩივარში მკაფიოდ დააყენა რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უფლებების დარღვევების ადმინისტრაციული პრაქტიკისთვის. სხვებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს. აგრეთვე, საჩივარში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს საკუთარი პროცედურული ვალდებულებების შესასრულებლად, რომელთა ფარგლებშიც გამოიკვეთა პასუხისმგებელი პირები და აქტიურად ხდება საერთაშორისო, მათ შორის, ინტერპოლის, მექანიზმის გამოყენება.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულები ჩადენილია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, სრულად დაადგინოს ყველა გარემოება და პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი. მათ შორის, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღმკვეთი სხვა პირებისა და წამების უშუალოდ ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. კერძოდ, გამოძიების პროცესში არსებობს შემდეგი შეფერხებები: დღემდე ვერ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი; ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები, ფაქტობრივად, უარს აცხადებენ არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების, მობილური ტელეფონის და ტანსაცმლის გადმოცემაზე, რომელიც მას ეცვა წამების და გარდაცვალების მომენტში; ვერ ხერხდება იმ მოწმეთა გამოკითხვა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და ფლობენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას. ამასთან, დღემდე ვერ ხერხდება ბრალდებულების დაკავება, ვინაიდან იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ გამოძიების სრულყოფილად წარმართვას ხელს უშლის როგორც რუსეთის ფედერაცია, ისე მის მიერ ეფექტურად კონტროლირებადი დე ფაქტო ორგანოები, რომლებიც ცდილობენ დანაშაულის დაფარვას და გამოძიებისთვის კვალის არევას; დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებით, არჩილ ტატუნაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაყალბების მეშვეობით ალტერნატიული ვერსიების შექმნითა და საქართველოს საგამოძიებო ორგანოებისთვის ხელის შეშლით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, მთავრობასთან შეთანხმებით, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სარჩელის მომზადება სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ცხინვალის რეგიონიდან დასაბრუნებლად.
სტრასბურგის სასამართლო საჩივარს განიხილავს სასამართლოს რეგლამენტისა და ევროპული კონვენციით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით".
არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს. ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის დასკვნით, ცხედარს, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს, მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი ეტყობოდა.
გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. ოთხოზორიას ორი სამხედრო ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ერთმა მათგანმა  ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ჭრილობა მიაყენა. 
დავით ბაშარული 2014 წელს ოკუპირებული ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა განყოფილების შენობაში წაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემდეგ კი ის გარდაცვლილი იპოვეს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ