20/04/23553 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ალეკო ელისაშვილი - ვულოცავ „ქართულ ოცნებას“ საძაგელი მურუსიძის ღირსების დაცვას - ყოჩაღ! მმართველობის 11 წლის თავზე აქამდე მივიდნენ

შემაძრწუნებელი სანახავია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს ეფარებიან, მის ღირსებას იცავენ თურმე და გაჩერებული აქვთ საპარლამენტო საქმიანობა - ყოჩაღ, მივიდნენ აქამდე მმართველობის 11 წლის თავზე, ვულოცავ “ქართულ ოცნებას” იმ საძაგელი მურუსიძის ღირსების დაცვას! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “მოქალაქეების” დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნება” სასაცილო მდგომარეობაშია ჩავარდნილი, ოპოზიცია კი მიხვდა, რომ “ბოიკოტობანა” სასაცილო იყო და ახლა “ბედნიერი და თვალებანთებული არიან”.
“სასაცილო მდგომარეობაშია “ქართული ოცნება” ჩავარდნილი, რეგისტრაციას არ გადიან და ასე ცდილობენ გავიდნენ ფონს. ოპოზიციის კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს. რას ჰქვია “ჩვენ არ გვინდა საგამოძიებო კომისია“? რეგლამენტში წერია, რომ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს შეუძლია შექმნას, რა შუაშია უმრავლესობა? რამდენ ხანს უნდა მოახდინონ პარალიზება და რამდენ ხანს გააჩერონ პარლამენტი? მარტო ეს კომისია ხომ არაა, სხვა ნებისმიერი კანონი გაჩერდება და გაჩერდა. ამიტომ სასაცილო მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“.
ორი გამოსავალი აქვთ - ერთი, რომ დააშანტაჟონ, ვინმე გადაიბირონ ოპოზიციიდან, ან აღიარონ რომ დამარცხდნენ და უხერხულ მდგომარეობაში არიან. მეორე - ოპოზიციას რომ სულ ვეუბნებოდით, „ბოიკოტობანა“ სასაცილო იყო და უამრავი ბერკეტი გვაქვს აქ ოპოზიციონერებს, ახლა მაინც ხომ მიხვდნენ? ხომ არიან ბედნიერი და თვალებანთებული? არავის მინდა ჭკუა ვასწავლო, მაგრამ ეს ასეა. კარგია, რომ მიხვდნენ და დადიან. თავის დროზე ჩვენ კი არ უნდა ველანძღეთ, უნდა დაეჯერებინათ ჩვენთვის, როცა ვეუბნებოდით, რომ არ ჩაეხსნათ სიები, 11 მანდატია დაკარგული ოპოზიციაში,“ - განაცხადა ელისაშვილმა.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი ორჯერ არ შედგა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრის წინ რეგისტრაციას არ გადის. შესაბამისად, კენჭი ვერ ეყარა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA