20/04/23407 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ფრიდი: აშშ შეშფოთებულია ქართული დემოკრატიის მდგომარეობით, შესაძლოა, სანქცირებას დამატებითი ნაბიჯები მოჰყვეს

ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების პოლიტიკის შემუშავების ყოფილი მთავარი აქტორი, დენიელ ფრიდი "ქართული ოცნების" ხელისუფლების ავტორიტარულ მისწრაფებებზე საუბრობს და პირადად ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს, სერიოზულად მოეკიდოს ამერიკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
ამერიკელი დიპლომატი "ამერიკის ხმასთან" ვრცელ ინტერვიუში ასევე დეტალურად განმარტავს როგორ მიიღება ამერიკაში კონკრეტული პირების სანქცირების გადაწყვეტილება და დეპარტამენტის ეს ნაბიჯი გაფრთხილება უნდა იყოს. მისი თქმით, მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო არჩეული კურსის შესაცვლელად.
"ესაა საჯაროდ გამოცხადებული სავიზო აკრძალვა და სიგნალი იმის შესახებ, რომ ამერიკა შეშფოთებულია ზოგადად ქართული დემოკრატიის მდგომარეობით და შესაძლებელია, რომ ამას დამატებითი ნაბიჯები მოჰყვეს.  ეს იმაზეა დამოკიდებული, რას გააკეთებს საქართველო.
გადაწყვეტილება სავიზო აკრძალვის შესახებ ქართველი ან ნებისმიერი სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, მოითხოვს მაღალი რანგის, სახელმწიფო დეპრატამენტის ოფიციალური პირის განსაზღვრებას. თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნებოდა კოორდინირებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლებთანაც, სავარაუდოდ ხაზიანასთანაც, არა იმიტომ, რომ ეს ფინანსური სანქციაა, არამედ იმიტომ, რომ ხაზინამ უნდა იცოდეს, რას აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამასთან დაკავშირებით. 
სახელმწიფო დეპარტამენტში ეს იქნებოდა დადასტურებული ძალიან მაღალ დონეზე. იქნება ეს სახელმწიფო მდივანი, მისი პირველი თუ მეორე მოადგილე, ვიქტორია ნულანდი. არ შემიძლია ზუსტად გითხრათ, მაგრამ ამ თემაზე იქნებოდა მაღალი რანგის დისკუსიები.",- ამბობს ფრიდი.
დენიელ ფრიდი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ვრცლად საუბრობს. ამბობს, რომ ხელისუფლებამ ავტორიტარიზმის გზა აირჩია და ახლა "ოცნების" ლიდერების მხრიდან სასამართლო სისტემაში ამერიკის ჩარევაზე საუბარი ფრიდის შეფასებით, სწორედ ავტორიტარების თამაშის წესების ნაწილია.
"ზოგადად, საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის თაობაზე შეშფოთება, იზრდებოდა. საქართველოს მეგობრები შეშფოთებულნი არიან მთავრობის მიერ არჩეული კურსით. ეს ყველაფერი მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობა მიემართებოდა ავტორიტარული მიმართულებით [...]
რაც შეეხება ივანიშვილს მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ იმოქმედებს საქართველოზე მისი გავლენა, რა მიმართულებით წაიყვანს მას. ის არ უნდა უყურებდეს ცინიკურად ან „მრუდე სარკიდან“ ამერიკის შეერთებულ შტატებს. იმედი მაქვს, ბატონი ივანიშვილი სერიოზულად მიუდგება იმას, რასაც აშშ ამბობს",- ამბობს ფრიდი
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA