20/04/23391 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ვიწყებთ კონსულტაციებს არასამთავრობოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ოპოზიციასთან, ვგეგმავთ აქციას - ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა

ვგეგმავთ საპროტესტო აქციას, რომლის შესახებ ინფორმაციას  უხალოს მომავალში მივაწვდით საზოგადოებას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს-  ნათქვამია ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის განცხადებაში.
განცხადება მოძრაობის წარმომადგენლებმა სიმბოლურად პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ათონელის ქუჩაზე გააკეთეს და იმ პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი თავის უმოქმედობით, ხელისუფლებასთან ერთად იზიარებს.
მოძრაობის წევრების თქმით, იწყებენ კონსულტაციებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ დასრულდეს ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა: 
"16 მაისს სრულდება 1 წელი, რაც ნიკა გვარამია იმყოფება უკანონო პატიმრობაში ამ განაჩენის გამოტანით, ხელისუფლებამ პრაქტიკულად დაგვაშორა ევროპულ მომავალს, მოახდინა ევროკავშირის წევრობის საბოტაჟი და ვინაიდან დღეს ნიკა გვარამიას გათავისუფლება იმ 12 რეკომენდაციიდან მე - 7 რეკომენდაციას წარმოადგენდა. ნიკა გვარამიას განაჩენი არის ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობს კლასიკური დადასტურება და ჩვენ რამდენიმე დღის უკან ვიხილეთ, რომ აშშ-მ დაასანქცირა 4 მოსამართლე, რაც არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ რეალურად ქვეყანაში მართლმსაჯულება არ გაგვაჩნია.
სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული მოლოდინისა, წინასააღდგომოდ არ შეიწყალა ნიკა გვარამია. სალომე ზურაბიშვილი ამ ბერკეტის არგამოყენებით და უმოქმედობით, პრაქტიკულად თანამონაწილე გახდა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებისა. ახანგრძლივებს ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობას და ზიანს აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება. ამ კონტექსტში მიგვაჩნია, რომ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა 18 აპრილს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან.
ჩვენი მოძრაობა იწყებს მუშაობის ახალ ეტაპს არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, ასევე ყველა ოპოზიციურ პარტიასთან კონსულტაციას, რათა კოორდინირებული მოქმედებებით მაქსიმალური წნეხი განვახორციელოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე და ვაიძულოთ ისინი უმოკლეს ვადაში გაათავისუფლონ ნიკა გვარამია, რაც აღადგენს კანონიერებას და დაგვაახლოებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
ჩვენ ასევე ვგეგმავთ საპროტესტო აქციას, რომლის შესახებ ინფორმაციას  უხალოს მომავალში მივაწვდით საზოგადოებას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს" ნათქვამია ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის განცხადებაში. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY