13/05/211 528 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკა მელია - მე არც ერთი ოპონენტის ციხეში გამწესება არ მომინდება, როცა ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში

„ქართული ოცნება" ინდულგენციის მოპოვებისთვის იბრძვის ამნისტიის ფარგლებში. მე არც ერთი ოპონენტის ციხეში გამწესება არ მომინდება მაშინ, როცა ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტზე ისაუბრა.
ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციაში არც ერთ ადამიანს არ იცნობს, ვინც მიესალმება ამ სახით ამნისტიის დამტკიცებას და გავრცელებას დამნაშავეებზე. მისივე განმარტებით, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება" მიიღებს იმას, რაც სურს, იმიტომ, რომ ჯერჯერობით ისინი არიან უმრავლესობაში, თუმცა ნებისმიერი ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომელსაც ისინი ხორცს შეასხამენ, თუ ვინმესთვის განსაკუთრებით დამაზიანებელი იქნება, მათთვის იქნება. როგორც მელიამ აღნიშნა, მთელი საერთაშორისო საზოგადოება დაინახავს, რომ ეს გაკეთდა მათივე უსაფრთხოებისთვის.
„ისინი ინდულგენციის მოპოვებისთვის იბრძვიან ამნისტიის ფარგლებში. მე არც ერთი ოპონენტის ციხეში გამწესება არ მომინდება მაშინ, როცა ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით. რა წილით ვიქნებით წარმოდგენილი ხელისუფლებაში, კოალიციის ფარგლებში თუ ა.შ. ეს სხვა საკითხია, მაგრამ აუცილებლად რომ ვიქნებით, ეს ზუსტად ვიცი.
მე არავის მინდა ვუსურვო და ყველაფერს გავაკეთებ, არავინ მოხვდეს ციხეში, განსაკუთრებით უდანაშაულო ადამიანი. თუნდაც სამოხელეო დანაშაულზეც ადამიანი ვფიქრობ, რომელიც რეჟიმს დაემორჩილა, შესაძლებელია არ მოხვდეს, მაგრამ ციხეში არ მოხვედრა და პასუხისმგებლობის მთლიანად თავიდან აცილება ვინმესთვის - ეს სხვადასხვა საკითხია. მე არასდროს მინდა ციხეში წარმოვიდგინო ბატონი ანზორ ჩუბინიძე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ასე არ მოხდეს. ანზორ ჩუბინიძემ, რა თქმა უნდა, მინიმუმ მორალური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის დროზე ისე, რომ ის ციხეში არ მოხვდეს. გულშემატკივარი ვიქნები, რომ არ მოხვდეს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ისევე, როგორც სხვებმა, როგორც ჩანს, ბატონმა გახარიამაც. ბატონმა გახარიამაც უნდა აღიაროს, რომ მინიმუმ ის შეცდა, მოინანიოს ის რაც მან გააკეთა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ციხის კარი უნდა გავუღოთ.
ყასიდად არ უნდა ვისაუბროთ თანხმობაზე ქვეყანაში დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის და სინამდვილეში ადამიანებს ციხის კარებს უღებდე. უნდა მოხდეს და აუცილებლად მოხდება ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ მაქსიმალური ურთიერთგაგება დაპირისპირებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. ამას ხელს შეუწყობს სამართლიანი პოლიტიკური საარჩევნო სისტემა. მერე, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა ყველაფერი იქნება სისტემაში მოყვანილი“, - აცხადებს ნიკა მელია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA