13/05/211 378 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ისრაელმა სამხედრო მოქმედების გეგმა დაამტკიცა და მზად არის, ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს

14 საათსა და 30 წუთზე, ჰამასის მუქარის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში ტერორისტებმა დანაპირები სისრულეში მოიყვანეს და ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვეს. ერთ-ერთი რაკეტა ბეერ-შევაში ჩამოვარდა. დაიჭრა 4 ადამიანი. ჰამასი შეტევის გაგრძელებით იმუქრება და აცხადებს რომ სხვა ქალაქებთან ერთად ისრაელსაც დაბომბავენ. 
პალესტინის მხრიდან მუქარისა და შეტევის გაგრძელების გამო ისრაელის მთავრობამ საზღვართან დამატებითი ძალებისა და რეზერვისტების განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. გენერალთა სხდომაზე, რომელსაც პრემიერი ნეთანიაჰუ ესწრებოდა პალესტინაში შეჭრის შესაძლებლობებიც განიხილეს.
მანამდე კი ისრაელის არმიამ ჰამასის პოზიციებზე წერტილოვანი დარტყმები მიიტანა, მათ შორის ჰამასის სამხედრო დაზვერვის შენობაზე, სამხედრო ქსელსა და იარაღის საწყობებზე. დაბომბვების რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. 100-მდე კი დაჭრილია. 
ჰამასისა და ჯიჰადის მებრძოლებმა სროლები 12 მაისს ღამის 10-საათზე განაახლეს. პალესტინამ ასობით რაკეტა  გაისროლა. ტერორისტებმა მაღალი კალიბრის რაკეტები და თვითმკვლელი დრონებიც გამოიყენეს. დაბომბვას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. 3 ადამიანი კი მძიმედ დაიჭრა. ისრაელის საჰაერო თავდაცვამ რაკეტების უმეტესობა გაანადგურა. 
ისრაელში ვითარებას  ლოდში არსებული მდგომარეობაც ართულებს. ადგილობრივ ებრაელებსა და არაბებს შორის შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დარბეულია არაბების სახელები, მანქანები და მათ საკუთრებაში არსებული სავაჭრო ცენტრები.
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო რაც არაბთა ჯგუფმა ისრაელის დროშა დაწვა და ებრაელთა ოჯახებს თავს დაესხნენ. დაპირისპირება ლოდსა და მაგავში მოხდა. არსებული ვითარების გამო მთავრობა იძულებული გახდა ქალაქებში სამხედრო პოლიცია და სპეცრაზმი შეეყვანა. ქალაქ ლოდში კომენდანტის საათი ამ დრომდე მოქმედებს. 
აშშ ისრაელს მხარს უჭერს და აცხადებს რომ ოფიციალური იერუსალიმი ვალდებულია საკუთარი უსაფრთხოება დაიცვას. ვაშინგტონისგან განსხვავებით, ოფიციალური ანკარა ისრაელს ძალადობასა და პალესტინელი ხალხის გენოციდის მცდელობაში ადანაშაულებს.
ისრაელსა და პალესტინას შორის ვითარება განსაკუთრებით გუშინ დაიძაბა. მხარეებს შორის დაპირისპირებას  83 პალესტინელი, მათ შორის ჰამასის 2 ლიდერი უკვე ემსხვერპლა, 500-მდე კი დაიჭრა. მოწინააღმდეგე მხარეს კი 7 ადამიანი დაღუპული. ამ დროისთვის  რამდენიმე ავიაკომპანიამ ისრაელის მიმართულებით ფრენები უკვე შეაჩერა. 


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY