13/05/214 050 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - არ გვჭირდება თქვენს მიერ, თქვენივე მოპარული არჩევნების მერე გასალამაზებლად შექმნილი რაღაც საგამოძიებო კომისია

ზარქუას მინდა მივმართო - დამშვიდდით, დამშვიდდით თუ შეიძლება. მესმის, რომ ძალიან რთული მდგომარეობა შეექმნა „ქართულ ოცნებას“. მოგიწიათ ორივე პოლიტპატიმრის გათავისუფლება,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სამადაშვილმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შარლ მიშელის დოკუმენტი შეახსენა. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში ჩადებულია ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციაში უნდა შევიდეს.
„წინა სხდომიდან მე ამ პარლამენტიდან მივესალმე გიორგი რურუას გათავისუფლებულს, დღეს მე მივესალმები ნიკა მელიას, ასევე გათავისუფლებულს. დამშვიდდით, დაწყნარდით. ასევე, პაპუაშვილს მინდა ვუთხრა, მიშელის დოკუმენტი ძალიან კარგად წაიკითხეთ კიდევ ერთხელ და მერე მოუსმინეთ იმ გზავნილებს, რომელსაც დღეს აჟღერებენ ვაშინგტონში და ბრიუსელში.
მე მომესმა, ბატონი პაპუაშვილისგან, თუ რაღაც მცდელობები გაქვთ, გამოაცხადეთ რომ, მიშელის დოკუმენტი კი კარგია, მაგრამ ჩვენ თურმე აქ კონსტიტუციას და კანონებს უნდა მივხედოთ. ხომ არ შეგახსენოთ, საიდან გაჩნდა საერთოდ მიშელის დოკუმენტი დღის წესრიგში? 8 მარტის შეთანხმება გახსოვთ, რომელიც არ შეასრულეთ. პროპორციულ სისტემაზე რომ მოატყუეთ მთელი მსოფლიო და საზოგადოება და მერე მიიღეთ არჩევნები, რომლის პოლიტიკური შედეგები დღესაც ამ ქვეყანას აზანზარებს. ასე რომ, მიშელის დოკუმენტი „რაღაც“ კი არ არის, მიშელის დოკუმენტში ჩადებული არის ის ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციაში უნდა მივიღოთ, თქვენ რომ ვეღარასოდეს ჩაატაროთ ისეთი არჩევნები, როგორიც ჩაატარეთ ოქტომბერში“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
დეპუტატმა არჩევნების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა არ სჭირდება.
„ახლა რომ მოგვიწოდებთ საგამოძიებო კომისიაში შემობრძანდითო, არ გვჭირდება თქვენს მიერ, თქვენივე მოპარული არჩევნების მერე გასალამაზებლად შექმნილი, რაღაცა საგამოძიებო კომისია. გითხრეს თქვენ, როგორი არჩევნებიც ჩაატარეთ. ისიც გითხრეს, რომ ასეთ არჩევნებს ვერ ჩაატარებთ ამ ქვეყანაში. აქ არ არის საჭირო ხმამაღალი განცხადება, თურმე პოლიტპატიმრების გათავისუფლების გადასაფარად აქ ხმამაღლა ისაუბროთ იმაზე, რაც ხდება სტრასბურგში. ნიკა მელიას მიესალმა სენატორი რიში, როგორც გათავისუფლებულ პოლიტპატიმარს, მიესალმნენ ევროპარლამენტის წევრები. თქვენ შეგახსენეს, რომ თქვენი ვალდებულებები შეასრულოთ. ეს ვალდებულებები არის სწორედ, მიშელის დოკუმენტში გაწერილი, რომელზეც თქვენ ცოტათი მომეჩვენა, რომ ხელწაკვრით დაიწყეთ საუბარი“, - აღნიშნა სამადაშვილმა.
ამასთან, სამადაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,