13/03/211 376 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი დაეთანხმა მოლაპარაკებას ევროპასთან, პარალელურად ის აწარმოებს რუსეთთან მოლაპარაკებებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივანიშვილს რუსეთი გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს.
„ივანიშვილი რომ დაეთანხმა მოლაპარაკებას ევროპასთან, პარალელურად ის აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, რუსეთის ინიციატივით. ივანიშვილმა იცის, რომ პრაქტიკულად, ეს ექვსპუნქტიანი გეგმა არის რიგგარეშე არჩევნებამდე მიმავალი გზა და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და მოვა მრავალპარტიული კოალიცია, რომელსაც ქართველი ხალხი აუცილებლად მისცემს მანდატს, რათა გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან. ამ სიტუაციაში ივანიშვილისთვის ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. მისი აზრით, ჩანაწერებმა გამოჟონა მისი შიდა უშიშროების, ძალოვნების სტრუქტურებიდან და რუსები ახლა ეუბნებიან, რომ პირველი - დაულაგებენ მას ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ ამისთვის მან უნდა დანიშნოს ძალოვანი მინისტრი, როგორც გახარია იყო თავის დროზე დანიშნული. გახარია არის რუსეთის საგარეო დაზვერვის წარმომადგენელი. მეორე, რასაც სთხოვენ არის ექვსთა ფორმატში შესვლა. ეს არის - აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი ირანი, თურქეთი და საქართველო ჯერჯერობით არ არის აქ და მოსკოვის მოთხოვნაა, რომ საქართველო შევიდეს ამ ფორმატში. მათი მოთხოვნაა, რომ როგორც რუსებს ესმით, მოხდეს ქვეყნის შიგნით წესრიგის დამყარება, ტელევიზიების დახურვა და ბუნებრივია, ეს ნიშნავს იმას, რომ ნიკა მელია არ უნდა გამოუშვან და არც სხვა პოლიტპატიმრები და არც მე შემიშვან ქვეყანაში. რუსეთის მოთხოვნაა, რომ ლაპარაკიც კი შეწყდეს ლაზიკის პროექტის აშენებაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, გაიყიდოს თანამშრომლობა ნატო-სთან“, - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY