09/01/24286 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ოცნების" განახლებული წესდებით, პოლიტსაბჭოს პრემიერობის კანდიდატს ივანიშვილი წარუდგენს

„[პოლიტიკური საბჭო] პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" განახლებულ წესდებაშია საუბარი. 30 დეკემბერს მიღებულ შესწორებებში მთავარი საკითხი სწორედ ახალი სტრუქტურული ერთეული - პარტიის საპატი თავმჯდომარეა, რომლის პოსტსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი იკავებს.
„პარტიის სტრუქტურა
პარტიის ორგანოებია:
  • ა) პარტიის ყრილობა;
  • ბ) პარტიის პოლიტიკური საბჭო;
  • გ) პარტიის სარევიზიო კომისია;
გ/1) პარტიის საპატიო თავმჯდომარე;
  • დ) პარტიის თავმჯდომარე;
  • ე) პარტიის გენერალური მდივანი;
  • ე/1)პარტიის პოლიტიკური მდივანი"ასევე, პარტიის განახლებულ წესდებაში ჩამოთვლილია კრიტერიუმები, რომლებსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს - „პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ შეიძლება, აირჩიოს პირი, რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის და პარტიის წინაშე".
„პოლიტიკური საბჭოს სხდომას იწვევს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ან პარტიის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პოლიტიკური საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით", - ნათქვამია „ოცნების" წესდებაში.
განახლებულ წესდებაში წერია, რომ პრემიერმინისტრის კანდიდატურის წარდგენის პროცედურაში მნიშვნელოვან როლს სწორედ საპატიო თავმჯდომარე ასრულებს. პოლიტსაბჭოს პრემიერმინისტრობის კანდიდატურას დასამტკიცებლად სწორედ ის წარუდგენს.
პარტიის საპატიო თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება, „ქართული ოცნების" რიგგარეშე ყრილობის მოწვევაც. ის ასევე არის პოლიტსაბჭოს წევრი. „პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შედიან პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და პარტიის ყრილობის მიერ არჩეული 15 წევრი", - აღნიშნულია მმართველი პარტიის წესდებაში.
შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს "ქართული ოცნების" პარტიის ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ პარტიის დამფუძნებელი და ახლა უკვე საპატიო თავმჯდომარე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებას უკვე მესამედ უბრუნდება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY