09/01/24200 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

2023 წელს გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა

გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური უწყების მიერ 8 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წელს გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა.
სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი ითხოვა 9 399-მა ადამიანმა, მათგან 8 414-მა პირველად. დაკმაყოფილდა ქართველების განაცხადების მხოლოდ 0,3%.
მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური უწყების ინფორმაციით, გერმანიაში მკვეთრად გაიზარდა თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა. 2023 წელს თავშესაფრის მაძიებლებისგან მიიღეს 351 915 განაცხადი, რაც წინა წელთან შედარებით 51,1%-ით მეტია. 329 120-მა განმცხადებელმა თავშესაფარი პირველად ითხოვა, 22 795-მა კი - ქვეყანაში ყოფნის ვადის გაგრძელება.
გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა შორის პირველ ადგილზე არიან მოგრანტები სირიიდან (104 561). მას მოსდევენ თურქეთი (62 624), ავღანეთი(53 582), ერაყი(12 360) და ირანი(10 206). საქართველოს მოქალაქეები მე-6 ადგილზე არიან.
გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალურმა უწყებამ გამოაქვეყნა 2023 წლის ბოლო სამი თვის სტატისტიკაც, რომლის მიხედვით, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი იკლებდა. 2023 წლის ოქტომბერში თავშესაფარი ითხოვა 448 ადამიანმა, ნოემბერში 417-მა და დეკემბერში - 351-მა.
2023 წელს გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა, რაც გაუადვილებს თავშესაფარზე უარის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA