15/11/23552 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ნოდია - თუ „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ აიღო, კოალიციის შექმნას შეეცდება - გუბაზ სანიკიძე რომ პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის მეხოტბე გახდა, ეს თუ შესაძლებელია, ყველაფერი შესაძლებელია

თუ მეორედ მოსვლა არ მოხდა, ერთი რამ ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ მთავრობაში იქნება ან „ქართული ოცნება“, ან „ნაციონალური მოძრაობა“. ვინმესთან ერთად იქნებიან თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად იქნება ხელისუფლებაში , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ნოდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ საზოგადოებრივ კვლევებზე საუბრისას განაცხადა.
გია ნოდიას თქმით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ აიღო, კოალიციის შექმნის შანსი აქვს და დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილი ამაზე უკვე ფიქრობს.
„ჩვენ არასოდეს არ გვყოლია კოალიციური მთავრობა. იყვნენ მთავრობები, რომელიც ამბობდნენ, რომ ჩვენ კოალიციურები ვართ, მაგრამ ასეთი რამ არ არსებობდა. ასე, რომ როგორ მოიქცევიან პარტიები, როდესაც მათ დაუდგებათ კოალიციის შექმნის აუცილებლობა, ეს ჩვენ არ ვიცით, რადგან გამოცდილებას ვერ დავეყრდნობით. მაგრამ არა მგონია, რომ ჩვენ, ქართველები პრინციპულად სხვა მასალისგან იყვნენ გაკეთებული. გასაგებია, რომ წინასაარჩევნოდ ყველა თავისას ამბობს და ცდილობს მაქსიმალურად გაემიჯნოს სხვებს, ზოგი ამბობს ვისთან შეიძლება შექმნას კოალიცია, ზოგი თავს არიდებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა, საკმაოდ პრაგმატულად მოაზროვნეა ადამიანები არიან ყველანი, არითმეტიკაც ყველამ იცის და მიხვდებიან, რომ მთავრობა თუ გინდა შექმნა, ვიღაცასთან უნდა შეხვიდე კოალიციაში.
თუ „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ აიღო, კოალიციის შექმნის შანსი აქვს, რა თქმა უნდა, ვისთან შეიძლება შექმნას, ვერავის ხელს ვერ დავადებ მით უმეტეს, რომ ყველა ამას უარყოფს, მაგრამ ცხადია შეეცდება და ეჭვი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილიც ამაზე ფიქრობს უკვე, რომ შეიძლება ეს დასჭირდეს.
არ უნდა გამოაჩინო, რომ კოალიციაზე ფიქრობ, უნდა იძახო, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვდივარ. როგორც კი შეგატყობენ, რომ ვიღაც ისე მძაფრად არ გააკრიტიკე, მაშინვე დაიწყებენ ლაპარაკს, რომ ის კოალიციისთვის ემზადება, ე.ი. სუსტია და არ სჯერა, რომ არჩევნებს მოიგებს. ეს კი „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს არანაირად. მეორე მხრივ ჩვეულებრივი ამბავია, რომ არჩევნების წინ ყველანაირად აკრიტიკებენ და ლანძღავენ პოლიტიკოსები ერთმანეთს, მაგრამ ახალ ვითარებაში შეიძლება მაინც ითანამშრომლონ. გუბაზ სანიკიძე რომ პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის მეხოტბე გახდა, ეს რამდენად ლოგიკურია? მაგრამ ეს თუ შესაძლებელია, ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა გია ნოდიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY