30/09/23479 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი - ხალხი არ უნდა აპროტესტებდეს - ასე ესმის ბიძინა ივანიშვილს და რუსულ პარტიას - იყურებიან ახლა შეშინებული თვალებით, სწორადაც ეშინიათ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ქვეყნის რუსეთიზაციას და მონობას

შიშს აქვს დიდი თვალები და ამიტომ იყურებიან ახლა გაფართოებული, შეშინებული თვალებით. სწორად ეშინიათ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება არც ქვეყნის რუსეთიზაციას, არც იმას, რომ ევროპულ კურსს უხვევს რუსული პარტია და არც მონობას არ აპირებს ქართველი ხალხი,- ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მმართველი გუნდის წარმომადგენლების ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში პროტესტი არ უნდა იყოს, მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ საბოლოო ჯამში ხალხის ნებას ვერ გაექცევიან.
ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია მიიჩნევენ, რომ არ უნდა იყოს პროტესტი, ადამიანები არ უნდა აპროტესტებდნენ გაჭირვებას, არ უნდა აპროტესტებდნენ ოკუპაციას, არ უნდა აპროტესტებდნენ რუსეთად რომ უნდათ ეს ქვეყანა გადააქციონ. ხალხი არ უნდა აპროტესტებდეს - ასე ესმის ბიძინა ივანიშვილსა და რუსულ პარტიას. ემიგრაციაში, რომ გარბიან ჩვენი მოქალაქეები და ფაქტობრივად ოჯახის წევრები რომ არ დაგვრჩა, ამას თუ ვინმე აპროტესტებს და თუ ვინმეს ევროპა უნდა, ამის გამო კონკრეტულ შეზღუდვებს შემოიღებენ, კონკრეტულ კანონპროექტებს განიხილავენ იმისთვის, რომ სადამსჯელო ღონისძიებები გაზარდონ, ვიღაცას დააპატიმრებენ, ვიღაცას ჯარიმას გადაახდევინებენ. თუმცა ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ შიშს აქვს დიდი თვალები და ამიტომ იყურებიან ახლა გაფართოებული, შეშინებული თვალებით. სწორად ეშინიათ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება არც ქვეყნის რუსეთიზაციას, არც იმას, რომ ევროპულ კურსს უხვევს რუსული პარტია და არც მონობას არ აპირებს ქართველი ხალხი. რაც არ უნდა კანონები წერონ და იკითხონ, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ, საბოლოო ჯამში, ხალხის ნებას ვერ გაექცევიან“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.