30/09/23434 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სალომე სამადაშვილი - ძალაუფლების დაკარგვის შიშით „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს ქვეყანაში თავისუფალი, პოლიტიკური სივრცე შეზღუდოს - კანონპროექტის დაინიცირება ევროკავშირის მხრიდან ჩვენს შეფასებაზე ნეგატიურად აისახება

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ცხადია, ამ სცენარისთვის უფრო ემზადებიან იმიტომ, რომ მათი ამოცანა ეს არის, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება და ახალი ამკრძალავი ნორმები ამოქმედდება.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული კანონპროექტის დაინფიცირებაც უკვე ნეგატიურად აისახება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შეფასებაზე.
„ყველასთვის ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად უკვე კატასტროფულად დაზიანებულია. გამოკითხვებიც ადასტურებს იმას, რომ 76 ხმას, რომელიც საჭიროა მთავრობის ფორმირებისთვის შემდეგ არჩევნებზე ეს ხელისუფლება ვერ მოაგროვებს. აი, ამ ძალაუფლების დაკარგვის შიშით ახლა, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ყველაფერი გააკეთოს და ქვეყანაში შეზღუდოს თავისუფალი სივრცე და პოლიტიკური სივრცე. მათ შორის ვფიქრობ, რომ ისინი ემზადებიან, მაგალითად, თუ გაუვათ საბოტაჟის მცდელობა და ჩააგდებენ კანდიდატის მიღების პროცესს, ამას შეიძლება მართლა მოჰყვეს ხალხის გამოსვლები, რადგანაც ჩვენ ვნახეთ, რა რეაქციაც ჰქონდა საზოგადოებას წინა ჯერზე.
„ქართული ოცნება“ მაგალითად, იმპიჩმენტის პროცედურას წარმატებით თუ დაასრულებს, ან რაიმე სხვას გააკეთებს, ეს კანდიდატის სტატუსის შედეგებზე პირდაპირ აისახება და ახლა ემზადებიან თავისუფალი სივრცის შეზღუდვისთვის. სხვა არანაირი აუცილებლობა ამ კანონპროექტის მიღებისა არ არსებობს. თუმცა, თავიდან კანონპროექტის დაინიცირებაც უკვე ნეგატიურად აისახება ჩვენს ევროკავშირის მხრიდან ჩვენს შეფასებაზე იმიტომ, რომ ეს არ არის დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ