05/08/23610 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა" - კობახიძე შოვის ტრაგედიაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით "დასკვნების გამოტანა" არავინ არ უნდა იჩქაროს.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა, ახლა არის, გასაგებია, ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა ყველაფერი გაირკვევა საბოლოო ჯამში. ამიტომ, სასურველია, არავინ არ იჩქაროს დასკვნების გაკეთება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით.
თქვენ იცით, რომ სამაშველო სამუშაოები არ გაჩერებულა, საუბარი იყო ერთადერთი ვერტმფრენთან დაკავშირებით, თუმცა ამასთან დაკავშირებით, მე როგორც ვიცი, არსებობს სათანადო პასუხი, რომ მხოლოდ ღამის ხედვაში არ იყო აქ საქმე, რელიეფის, პირობების გათვალისწინებით ვერტმფრენებს გაუჭირდებოდათ ამ პირობებში სამუშაოების გაგრძელება ღამის განმავლობაში. თუმცა, აქაც არ იქნება სწორი, რომ მე შევიდე ამ დეტალებში, არიან სამაშველო უწყებები, მაშველები, მათ შეუძლიათ დეტალური ინფორმაციის მოწოდება ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება - მაშველები 25-მდე ადამიანს ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY