31/07/23263 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გურამ მაჭარაშვილი - ისედაც შოკში მყოფმა ოპოზიციამ მეორე ინფარქტი მიიღო, როცა ჩინეთმა პრემიერი მაღალ დონეზე მიიღო - მთავარია სუვერენიტეტის შენარჩუნება, ჩვენს თავს პატივი ჩვენვე თუ არ ვეცით, არავინ პატივს არ გვცემს

ისედაც შოკში მყოფმა რადიკალურმა ოპოზიციამ მეორე ინფარქტი მიიღო, როცა ჩინეთმა პრემიერი მაღალ დონეზე მიიღო. მთავარი არის სუვერენიტეტის შენარჩუნება, ჩვენს თავს პატივი ჩვენვე თუ არ ვეცით, არავინ პატივს არ გვცემს, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტს.
მისი თქმით, ოპოზიცია სტრატეგიულ პარტნიორობას ბატონ-ყმობად აღიქვამს.
"პრემიერ- მინისტრის ვიზიტი ჩინეთში იმდენად წარმატებული იყო, რომ ისედაც შოკში მყოფი რადიკალურო ოპოზიცია მეორე ინფარქტის წინაშე აღმოაჩნდა, რადგან ნახეს, რომ ჩინეთმა, რომელიც არის ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში და მათ შორის აშშ ცდილობს მასთან კარგი ურთიერთობის დამყარებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღო მაღალ დონეზე და თქვა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლის სუვერენიტეტსაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენს ქვეყანაში მთავარი არის სუვერენიტეტის შენარჩუნება, ჩვენს თავს პატივი ჩვენვე თუ არ ვეცით, არავინ სხვა პატივს არ გვცემს.
სტრატეგიულ ურთიერთობას ისე ვუყურებთ, როგორც არსებობს. მანჯგალაძემ გააჟღერა რადიკალური ოპოზიციის მოსაზრება და მოკლედ ასე ჩამოაყალიბა, რომ ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ამერიკასთან ბატონ-ყმური ურთიერთობა გვირჩევნიაო. ეს მისი აზროვნების პრობლემაა. მერე მისი უფროსი შეეცადა გამოესწორებინა, ეს მანჯგალაძემ კი არ თქვა, სახარებიდან არისო - ვაშაძემ თქვა. თუ სახარება არ იცი, კითხვა მაინც უნდა იცოდე. მანჯგალაძემ პირდაპირ თქვა, ორ ბატონს როგორ ვემსახუროთო, ეს პათოსი აქვს ოპოზიციას. ეს ციტატა სულ სხვაა, იქ წერია, ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებაო. უფალს და ეშმაკს ვერ ემსახურებიო, თვითონ ჩამოყალიბდნენ ჩინეთს და ამერიკას შორის უფალი რომელია და ეშმაკი რომელია. თუ ოპოზიცია თვლის, რომ ორი ბატონი არ შეიძლება ჰყავდეს, რა გამოდის, როცა აშშ-სთანაც გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა და ევროკავშირთანაც? გვითხრან ბოლოს და ბოლოს ვისი ვასლები ვართ - ამერიკის თუ ევროკავშირის. სტრატეგიული ურთიერთობა ჩვენი აზრით ბატონ-ყმურ ურთიერთობას არ ნიშნავს, ოპოზიციის აზრით ამას ნიშნავს," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY