31/07/23365 ნახვა წყარო: tvpirveli.geფოტო: tvpirveli.ge

ქაჯობა ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, საქმე გვაქვს სიყალბესთან - ვოლსკი ბათუმში მიმდინარე აქციაზე

„ქაჯობა" ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, რაც კობახიძემ გააკეთა - საქმე გვაქვს სიყალბესთან, რომელიც საკმაოდ სერიოზულად გადმოსჩქეფს "ნაცმოძრაობის" ამ აქციაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ბათუმში სოჭიდან შემოსულ ლაინერთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ლაინერის შემოსვლას "ის ხალხი აპროტესტებს, ვინც კუდის ქიცინით ხვდებოდა რუსეთის მხრიდან შემოსულ ტურისტებს, ეკონომიკას და ვინც, მთელი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიყიდა".
"შეიძლება გულწრფელადაც არის ვინმე იქ მისული, მაგრამ ეს არის ხალხი, ვინც კუდის ქიცინით ხვდებოდა რუსეთის მხრიდან შემოსულ არამარტო ტურისტებს, ეკონომიკას და მთელი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიყიდა. ახლა ზუსტად იგივე ხალხი აპროტესტებს იმ გაგებით, რომ თურმე ლაინერმა დაარღვია საოკუპაციო კანონი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
რუსეთთან რასაკვირველია როგორც პოლიტიკურად, მორალურადაც ყოველთვის მართლები ვიყავით 90 - იანი წლებიდან მოყოლებული. ამ სტრატეგიულ დაპირისპირებას ჩვენს და რუსეთს შორის აქვს გარკვეული განზომილებები, სადაც "ნაცმოძრაობა" არ მოიაზრება არანაირად როგორც რაიმე პოზიტივის მატარებელი. ამ ურთულეს სიტუაციაში ის პოლიტიკა, რასაც "ნაცმოძრაობა" ანუ გუშინდელი რუსეთისადმი მლიქვნელი პოლიტიკური ძალა ატარებს, არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა ღმერთს თავის რაოდენობით ბევრნი არ არიან, თუმცა ხმაური და გადაცდომები, მათ შორის პოლიციასთან დამოკიდებულება არის თვალში საცემი.
მათ სურთ პოლიტიკური შინაარსი მიეცეს ყველაფერს, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობა. არც ერთი ნიშანი, არც ეკონომიკური სანქციების არიდება არ დაადასტურეს ყველაზე მაღალმა შემმოწმებლებმა, მათ შორის აშშ- დან, არავინ ამას არ ადასტურებს, გარდა "ნაცმოძრაობისა", რომლებიც შავ ხვრელებს იქ არ ეძებენ, სადაც უნდა ეძებდნენ, სადაც არის ეს შავი ხვრელები არის მათი მოღალატეობრივი საქმიანობა, რომელიც საქართველოს აზიანებს უკვე სერიოზულად დაახლოებით 2006 წლიდან მოყოლებული, როცა ვითომ პატრიოტული დროშის ქნევით რუსებს ჩააბარეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და ყველა საკვანძო სტრატეგიული ობიექტი. ეს არის მოღალატეობრივი შინაარსის მქონე პოლიტიკური პარტია, რომელიც ყალბ აქციებს აწყობს, რათა გადაფაროს ის დანაშაულებები, რაც მათ შორის, ჰქონდათ რუსეთთან ურთიერთობაში და 2008 წელს სამხედროების ცხედრები არ იყო ჯერ გაციებული, როცა კუდის ქიცინით ხვდებოდნენ შემოსულ რუსებს ჩვენს ტერიტორიებზე,"- განაცხადა ვოლსკიმ.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ