26/07/23476 ნახვა წყარო: tvpirveli.geფოტო: tvpirveli.ge

"საქართველოს "ორბანიზაცია" - სამადაშვილი ღარიბაშვილს ქვეყნის დაზიანებაში ადანაშაულებს

როგორ გადაიქცა ირაკლი ღარიბაშვილი ორბანის მთავარ მოკავშირედ? ბიბისი-ს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული სტატია განგაშის საფუძველი ხდება.
მაღალი სანდოობით ცნობილ მედიაში ტერმინ ორბანიზაციის გამოყენების შემდეგ, ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა ხავსს ეჭიდება და მოკავშირეების გარეშე დარჩენილი ღარიბაშვილი ორბანის დახმარებით ცდილობს დაამტკიცოს, რომ დასავლეთში სასურველ პოლიტიკოსად აღიქმება. არადა ორბანი ის პოლიტიკოსია, რომელიც პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა. 
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, როდესაც ორბანის მსგავსი მოკავშირე გყავს ევროკავშირში, ეს მხოლოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის.
"ღარიბაშვილის მოკავშირე, დამკვეთიც და უფროსიც არის ვლადიმერ პუტინი და რუსეთი, ამიტომ ბუნებრივია, რომ ერთადერთი ხელისუფლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც დღეს შეიძლება მოვიაზროთ ღარიბაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მოკავშირედ, არის იგივე ხელისუფლება, რომელიც იცავს რუსეთის ინტერესებს ევროკავშირში. დღეს ეს არის უნგრეთის დღევანდელი ხელისუფლება. ორბანის მსგავსი მოკავშირე როდესაც გყავს ევროკავშირში, ეს არის მხოლოდ დამაზიანებელი შენთვის, როდესაც ქართლი ოცნება გააგდეს მაგალითად სოციალისტური პარტიიდან. პროპაგანდა, რასაც ეწევა ქართული ოცნება მისი ქვედანაყოფი "ხალხის ძალა", "ალტ ინფო" და სხვა დაჯგუფებები, არ არის არანაირი კონსერვატორული დღის წესრიგი. კონსერვატორი იყო რონალდ რეიგანი, კონსერვატორი იყო მარგარეტ ტეტჩერი, ეს ხალხი არიან ჩვეულებრივი ძალადობის და ზიზღის პროპაგანდის გამავრცელებელი პოლიტიკოსები" - ამბობს სალომე სამადაშვილი.
საქართველოს "ორბანიზაცია". როგორ აირჩია ქვეყანამ უნგრეთის კონსერვატიული პოპულიზმი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ამ სათაურით სტატიას BBC-ის რუსული ბიურო აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის, დასავლეთთან და უკრაინასთან ურთიერთობის გაციების ფონზე, უნგრეთი, როგორც ჩანს, მთავარი თანამოაზრეა ევროკავშირში.
გამოცემა წერს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც ევროპაში თავისუფლების შეზღუდვისა და პუტინთან მეგობრული ურთიერთობების გამო აკრიტიკებენ, საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის მოსახერხებელი პარტნიორია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY