26/07/23580 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დიმიტრი ხუნდაძე - დღეს ვხედავთ ოკუპანტი რუსეთის მიერ განადგურებულ უკრაინას, რომლის პრეზიდენტიც ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს სიმართლე უთხრას, ჩვენთვისაც კი იცლის

უკრაინულ საზოგადოებასაც რომ მეტი სცოდნოდა მათ სამთავრობო კულისებში მიმდინარე პროცესების შესახებ, ომს ისინიც აიცილებდნენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე განცხადებას ავრცელებს.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ოკუპანტი რუსეთის მიერ განადგურებული უკრაინის პრეზიდენტმა ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს სიმართლე უთხრას, საქართველოსთვისაც კი იცლის.
„ხალხის ძალის“ მიერ ერთი წლის განმავლობაში ქართველი საზოგადოებისთვის მიწოდებულმა სიმართლემ შედეგი გამოიღო - ხალხი ინფორმირებულია იმ კულუარულ პროცესებზე, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. სანდო ინფორმაციით აღჭურვილი საზოგადოება ძლიერია და მისი შეცდომაში შეყვანა უკვე შეუძლებელი ხდება.
უკრაინულ საზოგადოებასაც რომ მეტი სცოდნოდა მათ სამთავრობო კულისებში მიმდინარე პროცესების შესახებ, ომს ისინიც აიცილებდნენ. დღეს კი ვხედავთ ოკუპანტი რუსეთის მიერ განადგურებულ უკრაინას, რომლის პრეზიდენტიც ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს სიმართლე უთხრას, ჩვენთვისაც კი იცლის და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.
საბოლოოდ, ყველაფერი ცხადი ხდება. ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. ჩვენს მხილებას უარყოფდნენ, თუმცა, პოლიტიკური ლიდერები თავადვე მოუწოდებდნენ ქართველებს, იარაღი აეღოთ ხელში. დღეს ყველასათვის ნათელია, რომ ისინი, ვინც საზოგადოებას წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეს, ქვეყანას ომში ექაჩებოდნენ. რუსულად მონათლეს კანონი, რომელიც საზოგადოებას მეტის ცოდნის საშუალებას აძლევდა.
გავა დრო და საბოლოო შეფასებასა და დასკვნას მაინც საზოგადოება გააკეთებს. ეს დასკვნა საქართველოში იქნება ადეკვატური, უკრაინაში კი - მკაცრი“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ