უკრაინა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიიღებს - კირბი
თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ შტატებმა შესაძლოა უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მიმდინარე წლის ბოლომდე გადასცეს. ამ თემაზე მან Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"F-16-ები უკრაინაში დიდი ალბათობით წლის ბოლომდე ჩავა. მაგრამ ჩვენ არ გვჯერა, რომ მხოლოდ F-16-ები შეძლებენ სიტუაციის შეცვლას [ბრძოლის ველზე]", - თქვა კირბიმ.მან დასძინა უკრაინას ახლა მეტი საარტილერიო ჭურვები სჭირდება.