21/07/23164 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რუსეთმა ოდესაში სარაკეტო იერიში მიიტანა სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე - დაშავდა 2 ადამიანი

უკრაინული მხარის ცნობით, 21 ივლისის ღამეს რუსეთი ისევ დაესხა თავს სამხრეთ საპორტო ქალაქ ოდესას, სადაც "კალიბრის" ტიპის რაკეტებით დაბომბა სასოფლო-სამეურნეო საწარმო. სამხრეთ სარდლობის, ასევე რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, რაკეტები მოხვდა მარცვლეულის საწყობებს და შენობას, სადაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ინახებოდა, ორი ადამიანი დაშავდა.
"მტერი აგრძელებს ტერორს და ეს უდავოდ დაკავშირებულია მარცვლეულის შეთანხმებასთან. ამ ღამით მტერმა ოდესის ოლქში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაარტყა, სადაც მარცვლეულის მარაგის განადგურება სცადა. პირდაპირ (დაარტყა) მარცვლეულის შესანახ ფარდულებს და საწარმოს, სადაც ინახებოდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა", - განაცხადა სამხრეთის სარდლობის პრესმდივანმა.
მისი თქმით, თავდაპირველად რუსეთმა ორი რაკეტა გაუშვა, ხოლო როდესაც დაიწყო სამაშველო ოპერაცია და ხანძრის ჩაქრობა, ისევ მოხდა სარაკეტო იერიში.
"საბედნიეროდ, მაშველებმა თავშესაფარში მისვლა მოახერხეს. მაგრამ დაზიანდა ბევრი სასოფლო-სამეურნეო და სამაშველო ტექნიკა", - ამბობს ის.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ ეს ზედიზედ მეოთხე თავდასხმაა ოდესაზე და რომ რუსეთმა ამ კვირაში შეტევებით გაანადგურა 100 ტონა ბარდა და 20 ტონა ქერი. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY