07/07/23589 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ზვიად ძიძიგური - მმართველი პარტია რომ გვეუბნება, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესს საქართველოში არ აკეთებსო, ტყუილი აღმოჩნდა - არ შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურები ერთი კაცის სამსახურში იდგეს, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი

მმართველი პარტია რომ გვეუბნება, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესს საქართველოში არ აკეთებსო, ტყუილი აღმოჩნდა, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ხელმძღვანელმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი კარგ ამბებამდე არ მიგვიყვანს, რადგან არ შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურები ერთი კაცის სამსახურში იდგეს.
„სასამართლო სხდომის ოქმში ეწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილა ეს. თან 2017 წელზეა ხომ საუბარი?! ანუ, ჩვენ რომ გვეუბნება მმართველო პარტია, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესს არ აკეთებს საქართველოშიო, ეს ამბავი ტყუილი აღმოჩნდა. მერე მეორე - შვეიცარიის ბანკის ამბავიც იყო, როცა პრემიერ-მინისტრის წერილიდან დაწყებული, მისი მოლაპარაკე თავები, ყველანი ჩამწკრივდნენ და შვეიცარიის ბანკი შავ დღეში ჩააგდეს. ე.ი გააკრიტიკეს, ფინანსურად გააკოტრეს და მთელი ამბავი. ეს რომ თავისით არ ხდება ამაზე ბევრი ლაპარაკიც არაა საჭირო. ეს არის პირდაპირი დავალება, რომ „აბა, ახლა უნდა დავიცვათ ჩვენი მამა-მარჩენალის ქონება და ინტერესები და ა.შ.“ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ამბავი ძალიან ცუდი საყურებელია და კარგ ამბებამდე არ მიგვიყვანს იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანა და მისი სახელმწიფო სტრუქტურები ანგარიშვალდებული იყოს ერთი კაცის წინაშე და ერთი კაცის სამსახურში იდგეს. ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი“, - განაცხადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება. ბრალდებულს დღეს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY