22/06/23490 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"თქვენ იცით რა არის საჭირო, ასე რომ შეასრულეთ" - ევროპელი მინისტრების გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას და განხილვა სტოკჰოლმში

სტოკჰოლმში, ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა დასრულდა - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ - ასეთი განცხადება გააკეთა შეხვედრის შემდეგ თავმჯდომარემ,  ოლივერ ვარჰეიმ საქართველოზე საუბრისას. 
"გაფართოება არამხოლოდ დღის წესრიგში დაბრუნდა, არამედ თემების ტოპ სამეულში შედის. განხილვების ლიდერია. ასე რომ, დღეისთვის, თუ ვინმეს ევროკავშირში შესვლა სურს ახლა არის მომენტი და დაიჭირეთ ის, გამოიყენეთ შესაძლებლობა. 
წინა კვირას ბრიუსელში პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს შევხვდი და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით რა არის საჭირო, ასე რომ შეასრულეთ ეს , გააკეთეთ, ვინაიდან ეს უნიკალური შესაძლებლობაა. " ამბობს ვარჰეი და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველა მიმართულებით დააჩაქრონ სამუშაო 
შვედეთის ევროპის საკითხებში მინისტრის თქმით კი მიუხედავად პროგრესისა, აშკარაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო. 
"მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული პროგრესი, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს საქართველოს. აუცილებელია, რომ გავაგზავნოთ ერთიანი მესიჯი, რომ საქართველომ რეფორმები გააგრძელოს." ამბობს ჯესიკა როსვალი
დავეხმარებით საქართველოს, თუმცა საქართველოც უნდა დაეხმაროს საკუთარ თავს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი-ამბობს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ლოურენს ბონი.
საქართველოს მომავალი არის ევროპული. ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის ძალიან დიდ სწრაფვას ევროპისაკენ და  რა თქმა უნდა დავეხმარებით საქართველოს აუცილებელ რეფორმებში. თუმცა ქვეყანაც უნდა დაეხმაროს საკუთარ თავს რათა გახდეს ევროკავშირის წევრი. გვსურს ვნახოთ მთავრობის მტკიცე განაცხადი ამ კუთხით." თქვა ფრანგმა მინისტრმა.
საქართველოსთვის ღიაა ევროპული პერსპექტივა. ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. თუმცა საშინაო დავალებების შესრულება აუცილებელია. დავაკვირდებით, როგორ გაგრძელდება პროცესები, რადგან როგორც იცით გადაწყვეტილება მიღებული იქნება დეკემბერში. აუცილებელია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა, რეფორმები, რათა მზად იყოთ ევროკავშირის წევრობისათვის." აცხადებს ანდრჟეა მეტელკო-ზგომბიჩი, ევროპის საკითხებში ხორვატიის სახელმწიფო მდივანი 
დღევანდელ შეხვედრაზე ევროპელმა მინისტრებმა შუალედური ზეპირი მოხსენება წარადგინეს, საბოლოო შეფასება კი შეასრულა თუ არა რეკომენდაციები საქართველომ და მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, ოქტომბრის შუა რიცხვებში იქნება ცნობილი. 
ევროპელი პარტნიორების პოზიციაა, რომ საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, მხოლოდ 3 შეასრულა - სახალხო დამცველის არჩევა, გენდერული თანასწორობა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY