22/06/23462 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მედიათავისუფლების კუთხით საქართველოს პროგრესი არ ჰქონია - ვარჰეი 12 რეკომენდაციაზე

დეოლიგარქიზაციის მიმართულებით საქართველომ შეზღუდულ პროგრესს მიაღწია, მედიათავისუფლების კუთხით კი პროგრესი არ ჰქონია - აცხადებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებასთან დაკავშირებით.
სტოკჰოლმში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას განაცხადი განიხილეს ევროკავშირის წევრობაზე.  
ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ საქართველომ 12-დან სრულად მხოლოდ 3 შეასრულა:
რაც შეეხება საქართველოს, ამ ქვეყნისთვის 12 პრიორიტეტი განისაზღვრა და ჩვენ ვხედავთ, რომ სამი მათგანი შესრულებულია: გენდერული თანასწორობა და ძალადობა ქალების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება  და სახალხო დამცველის გამჭვირვალე პროცესის პირობებში დანიშვნა. შვიდ პრიორიტეტში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია. ესენია პოლარიზაციის შემცირება, სახელმწიფო ინსტიტუტების სრულყოფილად ფუნქციონირების ხელშეწყობა და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება, ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია, ანტიკორუფციული სააგენტოს ეფექტურობის გაზრდა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 
რაც შეეხება პოლიტიკურ პოლარიზაციას, ოპოზიციამ დაასრულა პარლამენტის ბოიკოტი და რამდენიმე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მრავალპარტიული მხარდაჭერით. სრულად რომ შესრულდეს ეს პრიორიტეტი, საქართველომ უნდა უზრუნველყოს პარლამენტის სრულყოფილი მუშაობა და დაასრულოს სიძულვილის რიტორიკა, ასევე შეასრულოს შეთანხმებები, მათ შორის ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების სახელით არის ცნობილი. 
რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ ფუნქციონირებასა და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას, მთავრობამ გაატარა საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, საარჩევნო კოდექსი და კანონი პოლიტიკური ასოციაციების შესახებ შესწორდა, რათა მოსულიყო შესაბამისობაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, თუმცა ჩვენ კიდევ გვჭირდება, რომ საქართველომ გააუმჯობესოს პარლამენტის ზედამხედველობა, შეამციროს საარჩევნო ხარვეზები, რომლებიც ხაზგასმულია ოდირის მოხსენებაში და გააუქმოს საარჩევნო კანონში ცვლილება, რომელიც ცვლის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის წესს.
რაც შეეხება ეფექტურ სასამართლო რეფორმასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საქართველომ უნდა მოიყვანოს ეს საკითხი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში, ჩაატაროს მართლმსაჯულების, განსაკუთრებით კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები.
რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ახალი ანტიკორუფციული ბიურო ჩამოყალიბდა და საქართველომ უნდა უზრუნველყოს მისი დამოუკიდებელი ფუნქციონირება. გარდა ამისა, ჩვენ ვთხოვთ საქართველოს, რომ OECD ანტიკორუფციული ჩარჩოდან გამოსვლის გადაწყვეტილებას გადახედოს. 
რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულს, საქართველომ გაააქტიურა თანამშრომლობა ევროპოლთან და წევრ სახელმწიფოებთან, თუმცა ახლა საქართველომ უნდა შეასრულოს ევროპის საბჭოს ყველა რეკომენდაცია. 
რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, საქართველომ უნდა უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება და ლგბტ ჯგუფების უფლებების დაცვა. ასევე, საქართველომ უნდა აღადგინოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან. 
დეოლიგარქიზაციის მიმართულებით საქართველომ შეზღუდულ პროგრესს მიაღწია, ვენეციის კომისიამ გასცა რეკომენდაციები და ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, რომელმაც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება შეაჩერა. 
და ბოლოს, რაც შეეხება მედიათავისუფლებას, საქართველოს პროგრესი არ ჰქონია. ამ პუნქტის შესასრულებლად საქართველომ უნდა შეიტანოს შესწორებები კანონში მაუწყებლობის შესახებ და უზრუნველყოს ჟურნალისტებისა და მედიაწარმომადგენლების უფლებების დაცვა." თქვა ვარჰეიმ შესხვედრის დასრულების შემდეგ.
დღევანდელ შეხვედრაზე ევროპელმა მინისტრებმა შუალედური ზეპირი მოხსენება წარადგინეს, საბოლოო შეფასება კი შეასრულა თუ არა რეკომენდაციები საქართველომ და მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, ოქტომბრის შუა რიცხვებში იქნება ცნობილი. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA