კობახიძე შოლესთან საუბრის შემდეგ ისევ აშშ-ს აკრიტიკებს - რევოლუციის მცდელობებზე ბრალდება, ცრუ განცხადებებში დადანაშაულება
პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს, დერეკ შოლეს "განუმარტა", რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები "ცრუ განცხადებებს" აკეთებენ რუსულ კანონთან და მის გასაპროტესტებლად გამართულ აქციებთან დაკავშირებით.
ამავე განცხადებაში კობახიძე ისევ აკრიტიკებს საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩს, კელი დეგნანს.
კობახიძე ამბობს, რომ იმედგაცრუება გამოთქვა "2020-2023 წლებში აშშ-ის ყოფილი ელჩის მიერ მხარდაჭერილი და გარე წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განხორციელებული ორი რევოლუციური მცდელობის გამო".

"ვესაუბრე სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს და გამოვთქვი ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლებში აშშ-ის ყოფილი ელჩის მიერ მხარდაჭერილი და გარე წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განხორციელებული ორი რევოლუციური მცდელობის გამო. ეს მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი გაიხსნებოდა.
გარდა ამისა, მე ავუხსენი ბატონ შოლეტს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის კანონპროექტთან და ქუჩის აქციებთან დაკავშირებით მოგვაგონებს აშშ-ის ყოფილი ელჩის 2020-2023 წლებში გაკეთებულ მსგავს ცრუ განცხადებებს, რაც ხელს უწყობს ძალადობას უცხოური დაფინანსებული აქტორების მხრიდან და რევოლუციური პროცესების განვითარებას.
ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია. ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო", - წერს კობახიძე.