21/04/235 744 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

"რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე" - დეგნანის კითხვა ოცნებას მოსამართლეთა სანქცირებაზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ქართულ ოცნებას კითხვით მიმართავს, თუ რატომ არ დაინტერესდა მმართველი გუნდი ამ დრომდე გამოეძიებინა ბრალდებები, რომლებიც არსებობს მოსამართლეების მიმართ და რომელთა საფუძველიც, ძირითადად, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციაა.
დეგნანის თქმით, ქართულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია ამაზე გამოძიების დაწყება, თუმცა მისივე განცხადებით, თუ ეს გამოძიება იქნება ობიექტური, ის მივა იმავე შედეგამდე, რა შედეგამდეც მივიდნენ აშშ-ის საელჩოში და სახელმწიფო დეპარტამენტში, რასაც მოჰყვა 4 მოსამართლის სანქცირება.
"ჩვენ ბოლომდე ვართ დარწმუნებული ამ ინფორმაციაში, რომ ეს 4 პირი ჩართული იყო მნიშვნელოვან კორუფციულ ქმედებებში, რომლებმაც ძირი გამოუთხარეს საქართველოს მართლმსაჯულებას და დაბლოკეს საქართველოში ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნა.
თუ საქართველოს ხელისუფლებას ამ ბრალდებებზე საკუთარი გამოძიება სურს, საკუთარი მეთოდებით, პარლამენტიდან თუ პროკურატურიდან, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება ამავე დასკვნამდე მივა.
არ აქვს მნიშვნელობა, ქართულ ენაში რომელ სიტყვას გამოვიყენებთ – აშშ-ის კანონმდებლობით შედეგი ერთია: ამ ოთხ პირს არ აქვს უფლება, აშშ-ში შევიდნენ კორუფციულ აქტებში მონაწილეობის გამო. ამ პროცესს მოითხოვს აშშ-ის კანონმდებლობა.
რას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, ამას ადგენს საქართველოს ხელისუფლება. პარლამენტს აქვს ინსტრუმენტი ამ ბრალდებების, კორუფციის გამოსაძიებლად. ინფორმაციის დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია საჯაროდ, ბრალდებების საფუძველი უკვე წლებია ფართოდაა ცნობილი.
ვფიქრობ, უკეთესი კითხვაა, რატომ არ იყო გამოძიება ამ ბრალდებებზე. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველო იმსახურებს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ათწლეულებია ამაზე მუშაობთ – ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნაზე, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის. ესაა შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა: საქართველომ აჩვენოს კორუფციასთან ბრძოლისადმი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნისადმი ერთგულება. ამას იმსახურებთ.
იმედი მაქვს, ხელისუფლება გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, გამოიყენებს ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს, პარლამენტს თუ სხვა ინსტიტუტებს, კორუფციის ბრალდებებს გამოიძიებს და გადადგამს შემდეგ ნაბიჯს იმის საჩვენებლად, რომ საქართველო მართლაც ერთგულია კორუფციასთან ბრძოლის კუთხით", - თქვა დეგნანმა ბათუმელებთან ინტერვიუში. 
დეგნანის თქმით, გულდასაწყვეტია მორიგ ჯერზე პარლამენტის ბოიკოტის ნახვა და მისი გამოყენება იმისთვის, რომ დეპუტატებს არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი სამუშაო შეასრულონ.
ის ოცნების მიერ სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრაზე 3-ჯერ ჩაგდებას გამოეხმაურა. ელჩი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეების მიერ არჩეულმა დეპუტატებმა გამოიყენონ საპარლამენტო ინტსტრუმენტები, როგორიც მათ შორის საგამოძიებო კომისიის შექმნაა.
"გულდასაწყვეტია მორიგ ჯერზე პარლამენტის ბოიკოტის ნახვა და მისი გამოყენება იმისთვის, რომ დეპუტატებს არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი სამუშაო შეასრულონ. ისინი აირჩიეს არა პარლამენტის გარეთ ყოფნისთვის, არამედ მუშაობისთვის, ხალხის ინტერესების წარმოდგენისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება რთული სამუშაო, არ იქნება უთანხმოებები და კამათი, ეს ყველა პარლამენტში ასეა.
მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების მიერ არჩეულმა დეპუტატებმა გამოიყენონ პარლამენტი და საპარლამენტო ინსტრუმენტები, როგორიცაა საგამოძიებო კომისია, რათა შეასრულონ თავიანთი სამუშაო, ხალხის სახელით პასუხი მოსთხოვონ ჩინოვნიკებს, გამჭვირვალედ აჩვენონ ქართველ ხალხს, რა ხდება სხვადასხვა ინსტიტუტში, მათ შორის მართლმსაჯულებაში. ეს არ არის დახურული ინსტიტუტები, ჯანსაღი დემოკრატია გამჭვირვალე და ღიაა. ამას იმსახურებს ქართველი ხალხი", - თქვა დეგნანმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey