21/04/23383 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ანა ნაცვლიშვილი - ჯერ არშექმნილმა კომისიამ სამჯერ აჩვენა, რომ სასამართლო „კლანი“ „ოცნების“ გარეშე არ არსებობს და პირიქით, „ოცნება“ ამ „კლანის“ გარეშე ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს

ჯერ არშექმნილმა კომისიამ სამჯერ აჩვენა, რომ სასამართლო „კლანი“, რომელიც სანქცირებულია, „ოცნების“ გარეშე არ არსებობს და პირიქით, „ოცნება“ ამ „კლანის“ გარეშე ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება, რომ თანაბარ პირობებშიც კი, „ქართულ ოცნებას“ არ სურს საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან ზუსტად იცის, რა და რამდენი აქვს დასამალი.
„ჯერ არშექმნილმა კომისიამ თავისი შედეგი დადო. მან აჩვენა ფაქტებით სამჯერ, რომ სასამართლო „კლანი“, რომელიც სანქცირებულია, „ოცნების“ გარეშე არ არსებობს და პირიქით, „ოცნება“ ამ „კლანის“ გარეშე ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ არიან ასე გამეტებით გადაფარებული მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. ამ კომისიამ შეუქმნელად ვერდიქტი უკვე გამოიტანა და საზოგადოებისთვის ნათელია. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შეიქმნას სამუშაო პროცესი, რომელშიც ნახევარი იქნება „ოცნება“ და ნახევარი იქნება ოპოზიცია, რომელიც იქნება საჯარო. ამ თანასწორი პროცესისა და ნათელი, გამჭვირვალე პროცესის ეშინია ხელისუფლებას. თუ მათ დასამალი არაფერი აქვთ, თუ მათ ბრალი არ მიუძღვით, თუ ისინი არ არიან კლანის თანამზრახველები, რატომ უნდა გეშინოდეს, გახსნა ყუთი და ყველამ ერთად ჩავიხედოთ, რა დევს ამ ყუთში, მაგრამ მათ ზუსტად იციან, რა და რამდენი აქვთ დასამალი. „ქართული ოცნება, რომელმაც ამომრჩეველს 2011-2012 წლებში სწორედ იმ მორალური და პოლიტიკური დაპირებით გამოართვა მანდატი, რომ სასამართლო გახდებოდა სამართლიანი და გირგვლიანის საქმე, რომელიც იყო მაშინდელი სასამართლოს უსამართლობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო - სახე ხატი დასრულდებოდა, ახლა გადაიქცა ამ მოსამართლეების „გადასაფარებლად“. ამ დონემდე დეგრადირდა ხელისუფლებაში ყოფნის 11 წელში“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, ის რაც ნორმალურ, სამართლიან სახელმწიფოში სამართალდამცველებს უნდა გაეკეთებინათ, გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
„ინფორმაციების აბსოლუტური უმრავლესობა, რაზე დაყრდნობითაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, არის საჯარო წყაროები. აქ პრობლემა ის არის, რომ ეს ინფორმაცია ცხვირწინ რომ ედო ქართველ სამართალდამცავებს, მათ ამაზე რეაგირება არ გააკეთეს. ნორმალურ, ჯანმრთელ ქვეყანაში, სადაც კანონი კანონობს, ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით რა რეაგირება უნდა მოეხდინათ სამართალდამცველებს, ეს აჩვენა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ჩვენთან პრობლემა ის კი არ არის, რომ ინფორმაცია არ არსებობს, ის კი არ არის, რომ სამხილები არ არსებობს, არამედ ის, რომ ხელისუფლებას ამ წლების განმავლობაში ჰქონდა ნული რეაგირება, იმიტომ, რომ ის არის „კლანის“ თანამზრახველი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA