21/04/23358 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

შალვა პაპუაშვილი - ამერიკის ელჩი ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს, თუმცა ქვეყნებს შორის პარტნიორობა იმსახურებს, რომ მოსამართლეების სანქცირების საკითხზე მტკიცებულებები იქნას წარმოდგენილი

საქართველო არის აშშ-ს ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში, ბოლო 30 წელია. მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს და ამერიკის პარტნიორობა იმსახურებს იმას, რომ თუკი არსებობს რეალური მტკიცებულებები, რომელიც ეფუძნება მოსამართლეების სანქცირების საკითხს, იქნას წარმოდგენილი.
მისი თქმით, აშშ-ს ელჩი საქართველოს მოსახლეობის წინაშე ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას, თუმცა ქვეყნებს შორის პარტნიორობა იმსახურებს ფაქტების წარმოდგენას.
„საქართველო აშშ-თან და ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ბევრ ცხელ წერტილში იბრძოდა და საქართველომ თავისი წილი სისხლი და მსხვერპლი გაიღო მსოფლიო მშვიდობისთვის და აჩვენა თუ როგორია კეთილსინდისიერი პარტნიორის დამოკიდებულება. ამის საპასუხოდ, ასეთი გადაწყვეტილება და დამოკიდებულება, რომ არავინ ღირსად არ თვლის ქართველ ხალხს, როდესაც მის მოსამართლეებს უწოდებენ კორუმპირებულებს, რომ მტკიცებულებები წარუდგინოს და უთხრან, თუ რა იყო საფუძველი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა. მეორე მხრივ, აშშ-ს ელჩი ემსახურება აშშ-ს ინტერესებს, ის საქართველოს ინტერესების გამტარებელი არ არის. აშშ-ს ელჩი ანგარიშვალდებულია ამერიკელი ხალხის წინაშე, ის არ არის ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის წინაშე და გასაგებია, რომ მისი დამოკიდებულება მათდამი სხვანაირია, ვიდრე ჩვენი, ქართველი პოლიტიკოსების, ვინც ქართველ ხალხს წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე და პასუხისმგებლობა. გასაგებია, რომ ამ ანგარიშვალდებულებას ამერიკის ელჩი არ გრძნობს ქართველი ხალხის წინაშე. თუმცა, არის პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც იმსახურებს იმას, რომ საპასუხოდ მტკიცებულებები მაინც იქნას წარმოდგენილი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ