08/04/23671 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

დიახ, საქართველოს სასამართლოში არის კლანი, ყველა გზას მიმართავდნენ ზეწოლისთვის, მაქვს ეჭვი, რომ იყო მოსმენებიც - ყოფილი მოსამართლე

"დიახ, სასამართლოში არსებული კლანის დამსახურებაა ის, რომ მე დღეს ვერ ვმუშაობ ჩემი პროფესიით" - აცხადებს "შაბათის მთავარის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას, აშშ-ში, ემიგრაციაში წასული ყოფილი მოსამართლე, ნათია ქუთათელაძე. 
სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე იმ ვითარებაზე საუბრობს, რომელიც დღეს სასამართლოშია. მიუხედავად იმისა, რომ ქუთათელაძე უკვე 5 წელია ემიგრაციაშია, კარგად იცის სასამართლოს კლანად წოდებული მმართველების მუშაობისა და მოქმედების მეთოდები.
"მე 10 წლის განმავლობაში გახლდით მოსამართლე, ბოლო 7 წლის განმავლობაში სამოსამართლეო უფლებამოსილებას ვახორციელებდი თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გახლდით ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. დიახ, სწორედ სასამართლოში არსებული კლანის დამსახურებაა ის, რომ მე ვერ ვმუშაობ დღეს ჩემი პროფესიით, მე არ ვარ საქართველოში. დიახ, საქართველოს სასამართლოში არის კლანი, რომელიც ზედამხედველობას და კონტროლს უწევს მათთვის ყველა მნიშვნელოვან საქმეს." აცხადებს ყოფილი მოსამართლე 
"მნიშვნელოვან საქმეებად" კი, როგორც ქუთათელაძე ამბობს, კლანი საარჩევნო დავებს თვლიდა:
"მათი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია ის საქმეები, რომლებიც  ძირითად ზეგავლენას ახდენს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მათ შორის საარჩევნო დავებზე. მე, იმ მიზეზით, რომ არ დავექვემდებარე მათ კონტროლს , არ შევუთანხმე საქმეები მიღებული გადაწყვეტილებები და  არ მოვიაზრებოდი მოსამართლედ, რომელთანაც შეიძლებოდა ამგვარი საუბრების გამართვა, დამსაჯეს და არ გადავინიშნე უვადოდ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლედ"  - ამბობს ქუთათელაძე.
ქუთათელაძე იხსენებს, რომ ზეწოლისთვის გამოიყენებოდა ისეთი ხერხები, როგორიცაა თვალყურეის დევნება მოსამართლეების ცხოვრებაზე და პირადი საუბრები:
"ყველა გზას მიმართავდნენ ზეწოლისთვის და მოსამართლეების გამოსაკვლევად,  რომლებიც იქნებოდნენ მოწყვლადი სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების დროს.. თვალყურს ადევნებდნენ მოსამართლეების ცხოვრებას, მათ საქმიანობას. პირადი საუბრებიც მათ შორის,  მე მაქვს ეჭვი, რომ ესენი კონტროლდებოდნენ ისმინებოდნენ, მათ შორის კერძო საუბრებიც...
ჩემს პრაქტიკაში ეს იყო საარჩევნო დავები... იყო საარჩევნო დავები, რომლებზეც მისაღები გადაწყვეტილებები დიდ ზეგავლენას  მოახდენდა საარჩევნო პროცესზე და საბოლოოდ არჩევნების შედეგზე, მაგრამ იყო გარკვეული ტიპის საარჩევნო დავებიც, რომლებიც მათი აზრით ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდა საარჩევნო პროცესზე და შეიძლება ასეთი საქმეები გადმოეცათ ყველასთვის, რადგან ამ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება მათი აზრით საფრთხეს ვერ შეუქმნიდა შემაჯამებელ ოქმს" - თქვა მან "შაბათის მთავარის" ეთერში.
ნათია ქუთათელაძე დარწმუნებულია იმაშიც, რომ კლანისა და ხელისუფლების ჩარევის გარეშე ვერ განიხილებოდა ისეთი გახმაურებული საქმე, როგორიცაა ნიკა გვარამიას ბრალდების საქმე, თუმცა ამბობს, რომ ამ თემაზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA