08/04/23860 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გამაოგნებელ რამეს ითხოვდნენ ჩემგან, გახმაურებული სასამართლო საქმე იყო - კობახიძე

"ოცნების“ თავმჯდომარე კობახიძე ამტკიცებს, რომ მისგან კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევას ითხოვდნენ, თუმცა ვინ და რა საქმეზე, არ ამბობს. 
პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას, კობახიძე სასამართლოსა და აშშ-ის მხრიდან მოსამართლეების დასანქცირების თემაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე თავს შეიკავებს დეტალების დაკონკრეტებისგან
"ჯერ არ დავაკონკრეტებ შინაარსს, ვინ იყო და რას ითხოვდა, შემოვინახოთ ეს ჩვენს არსენალში, მაგრამ რეალურად შემიძლია, გავიმეორო, რომ იყო სატელეფონო საუბრები ჩემთან და ისეთ რამეს ითხოვდნენ, რაც იყო გამაოგნებელი ჩემთვის. ჩემგან ითხოვდნენ ძალიან უხეშ დარღვევას კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ა.შ. ითხოვდნენ ამას უხეშად პოლიტიკური ინტერესებისთვის. ვიღაცას ჰქონდა რაღაც პოლიტიკური ინტერესი და ამის გამო, ჩემგან ითხოვდა პირდაპირ, უხეშად კონსტიტუციის დარღვევას, სასამართლო სისტემას ეხებოდა ეს“, – ამბობს კობახიძე.
კითხვაზე, იყო თუ არა კონკრეტული სუბიექტის განაჩენზე საუბარი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა: „ჯერ არ ვიტყვი ამ ყველაფერს, გახმაურებული საქმე იყო. ალბათ დადგება დრო, როდესაც ამასაც დავაკონკრეტებ“.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების" თავმჯდომარე მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ საუბრობს, რომ "ბევრი თემა აქვთ", მათ შორის სატელეფონო საუბრებში "რას ითხოვდნენ" ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ამ დრომდე არაფერი უთქვამს კონკრეტულად ვინ ითხოვდა და რას.
მის ამ განცხადებას აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა "მთავრი არხის" ეთერში უპასუხა და აღნიშნა, რომ "მას დასამალი არაფერი აქვს".
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA