08/04/23516 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ხვალ არის თქვენი აქცია, ყველა ვართ თანაორგანიზატორები" - ლევან ხაბეიშვილი 9 აპრილის აქციაზე

"ხვალაც და ამის შემდეგაც, ჩვენ ვაპირებთ ქართველი ხალხის ნების აღსრულებას" - აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 9 აპრილის აქციასთან  დაკავშირებით და ამბობს, რომ აქციებიდან პოლიტიკოსების დისტანცირება არ შეიძლება. მისივე თქმით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, არც ერთ ოპოზიციონერს ვიწროპარტიული ინტერესები წინ არ დაუყენებია და როგორც პარლამენტს გარეთ, ისე პარლამენტს შიგნით აჟღერებდნენ იმ მოთხოვნებს, რაც ჰქონდა ხალხს. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, რომ მხოლოდ ივანიშვილისა და "რუსული ოცნების" მიზანმიმართული პროპაგანდა და ინტერესია აქტიური პროცესებისგან პოლიტიკური პარტიების დისტანცირება.
ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების მოთხოვნის გარდა, 9 აპრილის აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება ლაზარე გრიგორიადისის თავისუფლება. 
"ლაზარე არის მსხვერპლი რუსული ოცნების. ღარიბაშვილი დაჯდა "იმედზე" და თქვა, რომ ყველას დავიჭერთ, ვიდეოები გვაქვს, ჩვენ ამასობაში დავაანონსეთ 9 აპრილის აქცია, შეშინდნენ, თქვეს, რომ ბევრი რომ დავაკავოთ უფრო არ გავაღიზიანოთ მოქალაქეები, მაგრამ ლაზარე მაინც დააკავეს და ამით გამოგვიგზავნეს მესიჯი, რომ თქვენ თუ კიდევ გააგრძელებთ ევროპული მომავლის დაცვას, ყველას 7-დან 11 წლამდე მოგისჯით" ამბობს ხაბეიშვილ  "შაბათის მთავარის" სტუდიაში საუბრისას. 
ენმ-ის თავმჯდომარე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაზე, მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით და ვარაუდობს, რომ ეს პროცესი ამით არ დასრულდება. მისი თქმით, მაშინ, როცა სტრატეგიული პარტნიორი საუბრობს სასამართლოში "ღამის ზარებით" მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ამ პროცესში ჩართული არიან პროკურორებიც და მაღალი თანამდებობის პირებიც. 
"ეს ოთხი მოსამართლე მხოლოდ ერთმანეთში ხომ არ საუბრობდა? აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დიახ, იცის სხვა თანამდებობის პირებიც, რომლებიც ერევიან სასამართლო სისტემაში" ამბობს ხაბეიშვილი.  
ხაბეიშვილის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ უკანონოა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პატიმრობა.
"ხვალ არავის აქციაზე არ უნდა მიხვიდეთ, ხვალ არის თქვენი აქცია, ყველა ვართ თანაორგანიზატორები" - მიმართავს ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს და ხვალინდელ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაინახოს მსოფლიომ, ქართველი ხალხის სურვილი, იყოს ევროპის ნაწილი და არა რუსეთის. 
 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,