რუსეთში დაკავებულ WSJ-ს ჟურნალისტს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
The Wall Street Journal-ის ჟურნალისტს ევან გერშკოვიჩს, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. კრემლი მას ჯაშუშურ საქმიანობას ედავება.
ბრალდების მიხედვით, 32 წლის გერშკოვიჩმა, ამერიკული მხარის მითითებით, შეაგროვა ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი 30 მარტს ეკატერინბურგში დააკავეს. WSJ-მ უარყო გერშკოვიჩის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებები.