06/03/23454 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი და მეცნიერ-თანამშრომელი პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპრპროექტისთვის მხარდაჭერაზე

არ მიიღოთ რუსული კანონი - ამ ტექსტით მიმართა საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტმა პროფესორ-მასწავლებელმა და მეცნიერ-თანამშრომელმა საქართველოს პარლამენტის წევრებს და მოუწოდა უარი თქვას ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპრპროექტისთვის მხარდაჭერაზე.
ლექტორების მიმართვა დღეს საქართველოს პარლამენტის წევრებს გადაეცათ.
განცხადებაში, რომლითაც პროფესორ-მასწავლებლებმა დეპუტატებს მიმართეს ნათქვამია, რომ კანონპროექტი, რომელსაც ისინი ახლა პარლამენტში განიხილავენ, არ მოქმედებს ევროპის არც ერთ ქვეყანაში და აზიანებს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
„საქართველოს პარლამენტში დაიწყო რუსული შინაარსის კანონპროექტების განხილვა, რომელიც სპობს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობას - გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი. რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის ნება, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და რომლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გააკეთონ ყველაფერი ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის.
ამგვარი კანონი არ მოქმედებს ევროპის არც ერთ ქვეყანაში და აზიანებს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საქართველოში მოქმედმა დემოკრატიული ქვეყნების საელჩოებმა არაერთი განცხადება გაავრცელეს. მეგობარი ქვეყნის დიპლომატები პირადადაც შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოუწოდეს, არ მიიღონ რუსული კანონი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალსა და დემოკრატიულ განვითარებას.
დღეს, როცა საქართველო ელოდება ისტორიულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, რუსული კანონის მიღება უკვე მუშაობს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საფრთხეს უქმნის ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას - გახდეს ევროპული ქვეყანა.
ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ თაობების წინაშე, რომელთა მომავალიც შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს როგორც ამ კანონის მიღებამ, ასევე ყველამ, ვინც ხმას მისცემს კანონპროექტს. ამიტომ შეგახსენებთ, რომ თქვენი არასწორი არჩევანით პასუხისმგებელნი იქნებით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე.
მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, დაიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება - ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი“,- ნათქვამია განცხადებაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY