05/03/23644 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

არმაზ ახვლედიანი - მავნებლური, რუსული კრემლის პროექტი ყველას გვეხება - სრული მხარდაჭერა გვაქვს დასავლელი პარტნიორებისგან და მავნებლურ „ქართულ ოცნებას“ წელში გადავტეხავთ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ პროტესტი ყველა ფორმით იქნება, რაც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობთ და კონსტიტუციით.
როგორც მან საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განმარტა, ოპოზიცია მავნებლურ „ქართულ ოცნებას“ წელში გადატეხავს.
„ქართლი ოცნების“ გაუგონარი მზაკვრული ნაბიჯების გამო საქართველო წარმოუდგენელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ევროპული მომავალი და ყველაფერი დადგა არ უბრალოდ კითხვის ქვეშ, ფაქტობრივად ამ მავნე მმართველობის მეცადინეობით ეს ფანჯარა იხურება. ამიტომაც ჩვენი ამოცანა ახლა არის, ის რომ მიუხედავად განსხვავებულობისა საპარლამენტო ოპოზიციამ ერთიანი პლატფორმის შემუშავება შეძლოს და ერთიანი ძალით ამ მზაკვრობას წინ აღვუდგეთ. მზაკვრობას, რომელიც მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ საქართველომ დაკარგოს სრულად და საბოლოოდ ევროპული პერსპექტივა, რომ ჩვენის საზოგადოების უმრავლესობის არჩევანი უგულებელყოფილი იყოს. კონსტიტუციური ნორმების სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. კონსტიტუციის მთავარი ნორმა, მოთხოვნა ჩვენი ევროპული პერსპექტივის შესახებ ოცნებამ უზარმაზარი საფრთხის წინაშე დააყენა. ამიტომაც, ჩვენ ერთობლივად ვიმოქმედებთ, ორგანიზებულად, იმედი გვაქვს საზოგადოების განსაკუთრებული აქტიურობის, ჩართულობის. იმიტომ, რომ ვიცით, რომ ეს მავნებლური, რუსული კრემლის პროექტი ყველას გვეხება. ის გულგრილს არ დატოვებს არავის და რა თქმა უნდა, სრული მხარდაჭერა გვაქვს დასავლელი პარტნიორებისგან და ვიცით, რომ წელში მავნებლურ „ქართულ ოცნებას“ გადავტეხავთ, დარწმუნებული ვარ მათ მიმართ აკრძალვებიც, სანქციებიც, ინდივიდუალურად იქნება, ვინც ამ პროექტის კანონად ქცევას ხელს მოაწერს.
ამ შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი, შესაბამისად ყველას დავუკავშირდი, ყველა მოვიწვიე და უნდა გითხრათ, რომ არავის უარი არ უთქვამს მოსვლაზე. თუ ვინმე ვერ დაგვესწრო მხოლოდ ობიექტური მიზეზების გამო, როგორც მე ვიცი. არავითარი პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობს, შემიძლია გითხრათ პირდაპირ, ჩვენ სხვადასხვა მოსაზრება მნიშვნელოვან თემებზე გვაქვს, მაგრამ ეს არის თემა, რომელზეც ერთი აზრი გვაქვს, აზრია არის ის,რომ „ქართულ ოცნებას“ რუსულ კანონს არ მივაღებინებთ.
გეგმა მარტივია, ხვალ დილიდან დაიწყება განხილვები კომიტეტებზე, შემდეგ ბიუროს სხდომაა, ზეგ სესიაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს განხილვა „ქართული ოცნების“ სტილში არ შედგეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს, რომ საქართველოს თავს კრემლის კანონმდებლობა მოახვიოს. არ გაგიკვირდეთ, რომ ყველა ფორმით პროტესტი იქნება, რაც დაშვებულია ჩვენი კანონმდებლობთ და კონსტიტუციით, ყველაფერს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს მავნებლობა „ქართულ ოცნებას“ არ გაუვიდეს“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY