05/03/23479 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

შეეცდებიან საერთოდ ჩაკეტონ პარლამენტი - ანი წითლიძე ორშაბათს დანიშნულ კომიტეტსა და პროტესტზე

მე მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერს იზამენ ამ კანონის მისაღებად - აცხადებს ენმ-ს დეპუტატი ანი წითლიძე ორშაბათს, პარლამენტში დაგეგმილ იურიდიულ კომიტეტსა და პროტესტთან დაკავშირებით.
"შაბათის მთავარის" ეთერში საუბრისას წითლიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ პარლამენტის შენობა საერთოდ ჩაკეტოს და დეპუტატების გარდა იქ არავინ შეუშვას:
"მე მოლოდინი მაქვს, რომ უარესს იზამენ. გრძნობდნენ ამ კომიტეტზე, რომ დაჩაგრულად გამოიყურებოდნენ ჩვენს ფონზე, ამიტომაც მოლოდინი მაქვს, რომ იზამენ უარესს, შეეცდებიან საერთოდ ჩაკეტონ პარლამენტი და არ შეუშვან არავინ, მარტო დეპუტატები შეგვიშვან. ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ.  ფიზიკურად უნდა ვიბრძოლოთ, ახლა ვართ სწორედ მაგ ეტაპზე, როდესაც გვიწევს ჩვენი ევროპული მომავლის გადარჩენა, მზად ვართ რომ ფიზიკური წინააღმდეგობაც გავუწიოთ, ამის არ გვეშინია" ამბობს წითლიძე.
დეპუტატი მოქალაქეებსაც მიმართავს და მოუწოდებს, დადგნენ ერთად და გააცნობიერონ ის საფრთხე, რასაც რუსული კანონის მიღება ქვეყანას მოუტანს:  
"ვიბრძოლებთ ფიზიკურად, მაგრამ თუ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან ბენეფიციარები დასავლური გრანტების, ყველა ერთად არ დადგება და არ გააცნობიერებს იმას, რომ მათი წინააღმდეგობა არის მნიშვნელოვანი და ვერც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური პარტია, სულ რომ შევაკვდეთ კომიტეტზე, მაინც ვერ ვიზამთ ვერაფერს თუ საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეებისგან არ ნახავს წინააღმდეგობას" ამბობს წითლიძე. 
შეგახსენებთ, რუსული კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში, იურიდიულ კომიტეტზე ორშაბათს გაგრძელდება. სხდომა 10 ის ნახევარზეა დანიშნული. პარალელურად უკვე დაანონსდა აქცია დილის 9 საათისთვის. 
ეს იქნება ბოლო საკომიტეტო მოსმენა. სავარაუდოდ სამშაბათს, ან ხუთშაბათს მმართველი უმრავლესობა კანონპროექტს პლენარული სესიის კენჭისყრაზე გაიტანს და პირველი მოსმენით დიდი ალბათობით მხარსაც დაუჭერს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,