პარლამენტთან აქციაზე დაკავებულებიდან 29 პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაშია, 7 გაათავისუფლეს
პარლამენტთან, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე დაკავებულებიდან 7 პირი გათავისუფლებულია. ადმინისტრაციულ პატიმრობაში ამ დრომდე 29 ადამიანი რჩება. დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ყველა პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.