02/03/23415 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ვგმობთ პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას" | ქარტია

"ქარტია გმობს პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას", - ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცახდებაშია საუბარი. ორგანიზაცია პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანაზე მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
 "ქარტია პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანაზე მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს

 გარდა ამისა, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა TV პირველის ოპერატორი, ნიკო კოკაია. როგორც ტელეკომპანიის მთავარი პროდიუსერი, ნოდარ მელაძე აღნიშნავს, ოპერატორს აქვს ფეხის და თავის ტრავმა.

 დღეს, საქართველოს პარლამენტში მომუშავე მედიის სამი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოდან დაცვის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს. On.ge-ის რედაქტორი ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი პარლამენტის ეზოში იყვნენ და აშუქებდნენ პარლამენტის გარეთ შეკრებილი ადამიანების აქციას, სადაც რუსულ კანონს აპროტესტებენ. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ამ დროს მათთან მივიდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი, თორნიკე ჯანელიძე, რომელსაც ნეტგაზეთის ჟურნალისტმა აკრედიტაცია უჩვენა, On.ge-ის რედაქტორმა – ერთჯერადი საშვი, ხოლო ფორმულას ფოტოგრაფმა უთხრა, რომ საშვი ქურთუკში უდევს, ქურთუკი კი შენობაში აქვს. როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, დაცვის წარმომადგენელი ჟურნალისტს ეუბნება, რომ დარეკავს და გაარკვევს, რამდენიმე წამში კი ეზოდან ჟურნალისტის ძალის გამოყენებით გაჰყავს. გარდა საშვისა და აკრედიტაციის ჩვენებისა, ვიდეოში მკაფიოდ ისმის, როგორ უხსნის ჟურნალისტი დაცვის თანამშრომელს, რომ ის მედიის წარმომადგენელია.

 აღსანიშნავია, რომ პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი, მედიის დამაბრკოლებელი წესიც კი, რომლის გაუქმებისკენაც პარლამენტის თავმჯდომარეს ქარტიამ უკვე მოუწოდა, ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი აკრედიტაციით.

 ქარტია გმობს პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა.

 დღეს საკანონმდებლო ორგანო განიხილავდა რუსულ კანონს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ და კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. აღნიშნული კანონპროექტის მიზანი საზოგადოებაში კრიტიკული ხმის ჩახშობაა. დღესვე, პარლამენტთან იმართება საპროტესტო აქცია. შესაბამისად, მედიის ინტერესი ბუნებრივია. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და საპარლამენტო საქმიანობის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის აუცილებელია.

 აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე სისტემატური ხასიათი მიეცა ჟურნალისტებისთვის პარლამენტში დაშვების შეზღუდვას.

ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ დაცვის სამსახურის ქმედებები და მოახდინოს მკაცრი რეაგირება. ქარტია ასევე მოუწოდებს პარლამენტს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება.

 აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რადიკალური ფრთის, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

 მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე. ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები — დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ.

 ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს" - წერია განცხადებაში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA