02/03/23541 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ეს პირდაპირი განაცხადია, რომ ევროპული გზიდან ვუხვევთ და ვბაძავთ ჩრდილოელ მეზობელს" | ნინო ხარატიშვილი

ხელოვანები და მწერალთა კავშირის წარმომადგენლები რუსული კანონის მიღებას ეხმაურებიან. გერმანიაში მცხოვრები ცნობილი მწერალი ნინო ხარატიშვილი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს სამუდამოდ დააშორებს ევროპას. 
ეს პირდაპირი განაცხადია იმაზე, რომ ჩვენ ევროპული და ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან ძალიან რადიკალურად ვუხვევთ. საერთოდ ვერ ვხვდები ამ კანონის ვერანაირ ბენეფიტს, ვერანაირ პლუსს, საერთოდ რატომ განიხილება ის. ჩვენ, ე.ი. აღარ გვინდა დასავლეთი, აღარ გვინდა ევროპა, ევროკავშირი და ჩვენ ვბაძავთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და იქ რაც გამოიწვია ამ კანონმა და საითაც წავიდა ეს ყველაფერი, მემგონი ფაქტი სახეზეა. ფაქტია, რომ ჩვენთან რა კანონიც განიხილება, ის ძალიან ახლოს არის რუსულთან.
მე მგონია, რომ ძალიან არასწორი სიგნალები მოდის დღესდღეობით, დღევანდელი მთავრობისგან და ძალიან ბევრი, რაღაც ასეთი უკუსვლა შეინიშნება, რაც მე პირადად ძალიან მაშინებს და ჩემთვის ნამდვილად საგანგაშოა. შემაშფოთებელი იქნება, თუ ჩვენი ეს ძალიან დიდი, ძალიან მტკივნეული გზა და მცდელობები და ეს ძალისხმევა რაღაცნაირად თითქოსდა ასე შეუჩნევლად და თან ასეთი ყველანაირი კომენტარის გარეშე, რა თქმა უნდა, წყალში ჩაიყრება. ეს არ უნდა მოხდეს და ამისთვის მემგონი ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, - ამბობს ნინო ხარატიშვილი. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY