31/01/23758 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შალვა პაპუაშვილი - 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ცხრა და ყველა კანდიდატ ქვეყანას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის წევრ ცხრა და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, საქართველო ასევე არის ევროპის ხუთ ქვეყანას შორის ანტიკორუფციული მაჩვენებლებით:
“2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო გლობალურად 41-ე ადგილზეა და პირველად შედის ევროპის საუკეთესო ოცეულში. საქართველოს აქვს იგივე მაჩვენებელი, რაც ჩეხეთის რესპუბლიკას, იტალიას და სლოვენიას, უსწრებს ევროკავშირის წევრ ცხრა და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ასევე, გაუმჯობესებული ანტიკორუფციული მაჩვენებლებით საქართველო არის ევროპის 5 საუკეთესო ქვეყანას შორის“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.
ინფორმაციისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს და ის რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია. წარსულში 56 ქულა ქვეყანას 3-ჯერ: 2017, 2019 და 2020 წლებში ჰქონდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,