"გილოცავ... საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ ყოველთვის დაგიჭერ მხარს უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან" - მიხეილ სააკაშვილი ლევან ხაბეიშვილს
"გილოცავ... საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ ყოველთვის დაგიჭერ მხარს უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს წერს. წერილი სოციალურ ქსელში ხაბეიშვილმა გაავრცელა:
გილოცავ ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ მე შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს, - წერს მიხეილ სააკაშვილი.