30/12/22646 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ბუდანოვის თქმით, რუსეთი დიდი დანაკარგების გამო, 5 იანვარს მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყებას გეგმავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, ფრონტზე დიდი დანაკარგების გამო რუსეთის ხელმძღვანელობამ  5 იანვრიდან მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყება გადაწყვიტა. 
"რუსებს ძალიან დიდი პრობლემები აქვთ უკვე არსებული დანაყოფების აღჭურვასთან დაკავშირებით  საომარი მოქმედებების დროს უზარმაზარი დანაკარგების გამო. ახალი დანაყოფების ფორმირებისას მათ ასევე აკლიათ ცოცხალი ძალა. ამის საფუძველზე ახლა განიხილავენ და უკვე გადაწყვიტეს 5 იანვრიდან მორიგი მობილიზაციის ტალღის დაწყება. 5 იანვარს გამოაცხადებენ თუ 9 იანვარს - პრინციპში, ეს არაფერს შეცვლის. მათ მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყება მოუწევთ",- თქვა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, "ეს იმასაც ითვალისწინებს, რომ მობილიზაცია, რომელიც ვითომ დაასრულეს, არსად წასულა. ეს გრძელდება და ამ დროისთვის ხალხის მობილიზება მიმდინარეობს ომისთვის".
ცნობისთვის, ნოემბერში რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოამზადა დოკუმენტი  სადაც საუბარია 5 მლნ რუსის მობილიზების აუცილებლობაზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა, ხოლო 31 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მობილიზაცია ოფიციალურად დაასრულა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA