30/12/22681 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მამულაშვილი - მგონია, რომ 2023 წელი რუსეთის დამარცხების წელი იქნება

ბიჭების დიდი რაოდენობა, ვინც აქ, უკრაინაში არის 9 წელია, დიდი ხანია, რაც ახალ წელს ოჯახში არ ხვდება. არ გვახსოვს როგორია ახალი წელი მშვიდობიანობის დროს. ცდილობენ სუფრა ქართულ სუფრას მიამსგავსონ, აღნიშნონ, მაგრამ თქვენც გესმით, რომ სუფრა ომში ისეთივე ვერ იქნება, როგორის მშვიდობიანობის დროს,- ამის შესახებ უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც მამულაშვილმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ 2023 წელი რუსეთის დამარცხების წელი იქნება.
„ბიჭების დიდი რაოდენობა, ვინც აქ, უკრაინაში არის 9 წელია, დიდი ხანია, რაც ახალ წელს ოჯახში არ ხვდება. ჩვენთვის იმდენად ჩვეულებრივია ახალ წელს ასეთ პირობებში ყოფნა, რომ არ გვახსოვს როგორია მშვიდობიანობის დროს. ცდილობენ სუფრა ქართულ სუფრას მიამსგავსონ, აღნიშნონ, მაგრამ თქვენც გესმით, რომ სუფრა ომში ისეთივე ვერ იქნება, როგორის მშვიდობიანობის დროს. რამდენიმე საათი მშვიდობის იმიტაციას აკეთებენ.
მგონია, რომ 2023 წელი რუსეთის დამარცხების წელი იქნება. შეერთებულმა შტატებმა დამატებით 45 მილიარდი გამოყო შეიარაღებისთვის და მგონი, ეს საკმარისია, რომ რუსეთი საბოლოოდ დამარცხდეს. დამარცხების შემდეგ რუსეთს რეგულარული არმია არ ეყოლება, უკვე განადგურებულია უკრაინაში და ბოლომდე განადგურდება“,- აღნიშნავს მამულაშვილი.
გარდა ამისა, მან 1990-იან წლებში, 15 წლის ასაკში ტყვეობაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ რუსეთს ბარბაროსული წესები აქვს, უკრაინაში კი იმავეს ვხედავთ, რასაც აფხაზეთში, 90-იან წლებში.
"ბარბაროსული ერია და ბარბაროსული წესები აქვთ. ტყვეებსაც სათანადოდ უსწორდებიან, უკრაინაში იმავეს ვხედავთ, რასაც აფხაზეთში, 90-იან წლებში. ეს იყო პერიოდი, როდესაც დავრწმუნდი, რომ რუსეთის წინააღმდეგ უნდა მებრძოლა.
15 წლის ასაკში, ტყვეობისას, უბრალოდ გადამცვალეს აფხაზ ტყვეში, როგორც ყველა ჯარისკაცს ისე მექცეოდნენ. იცით, რომ მოფერებით არავინ მოგეფერებოდა. თვითონ აფხაზებისგან არ მახსოვს სასტიკი მოპყრობა. სასტიკი მოპყრობა ძირითადად იყო ჩამოყვანილი რუსი ოფიცრებისგან, რომლებიც იყვნენ პროფესიონალები ინფორმაციის მოპოვებაში, ტყვეების წამებაში. ყველაფერი სისასტიკე რუსებისგან გვახსოვს“,- აღნიშნავს მამულაშვილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI