30/12/221 424 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ნიკა გვარამია - "მიხეილ სააკაშვილის სასამართლო განხილვის მრავალკვირიანი გაჭიანურება მართლმსაჯულების განხორციელებაზე ეფექტური უარია"

"მიხეილ სააკაშვილის სასამართლო განხილვის მრავალკვირიანი გაჭიანურება მართლმსაჯულების განხორციელებაზე ეფექტური უარია" - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში წერს:
სააკაშვილის სასამართლოზე
როდესაც საკითხი მოითხოვს იმის გადაწყვეტას, კვდება თუ არა ადამიანი, სასამართლო განხილვის მრავალკვირიანი (თუ არა - მრავალთვიანი) გაჭიანურება მართლმსაჯულების განხორციელებაზე ეფექტური უარია;
როდესაც საკითხი მოითხოვს იმის გადაწყვეტას, რამდენად დაუყოვნებლივი უნდა იყოს სასჯელის გადავადება, მოსამართლის უარი სწრაფ განხილვაზე, წინასწარი და არაორაზროვანი აღიარებაა იმის, რომ მოსამართლე არ იზიარებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურეს სიმძიმეს და აქედან გამომდინარე, მისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებას;
როცა სასჯელაღსრულება შეკითხვებს სვამს არა საექსპერტო დასკვნის არსებით საკითხებზე, არამედ საპროცესო ფორმალობების დაცვაზე და მტკიცებულების დამაგრების სისწორეზე, წინასწარ ცხადია, რასაც იზამს მოსამართლე - შემაჯამებელი გადაწყვეტილებით ყველა უცხოელი ექსპერტის დასკვნას არასათანადო მტკიცებულებად აღიარებს და არც კი იმსჯელებს მათ შინაარსზე;
მთავარი, რაც უნდა ითქვას, სააკაშვილს არანაირი სასამართლო არ აქვს და სასამართლოსთან დაკავშირებით არარაციონალური მოლოდინების გაჩენა ან სასამართლოზე რაიმე კუთხით აპელირება, ან უკიდურესი გულუბრყვილობაა, ან დროის გაჭიანურების გამიზნული ტაქტიკა. დროის, რომელიც სააკაშვილს არ აქვს, - წერს ნიკა გვარამია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA